24 წლის მოდელი, ტინა კუნაკი გულახდილი ფოტოსესიებით გამოირჩევა. ის სოციალურ ქსელშიც ხშირად ავრცელებს პიკანტურ ფოტოებს, თუმცა უკანასკნელი ფოტოსესია საზოგადოების კრიტიკის ობიექტი გახდა.
ტინა კუნაკი და მისი ძმა Bvlgari-ის ჩვენებაზე ბრწყინავდნენ
როგორც ცნობილია, ტინას ძმა, 21 წლის ზაჰარი მოდელობითაა დაკავებული. სულ ცოტა ხნის წინ ინტერნეტსივრცე და-ძმის პიკანტურმა ფოტომ მოიცვა. ისინი პრაქტიკულად შიშვლები არიან და ფოტოობიექტივის წინაშე ერთმანეთთან მიხუტებულები პოზირებენ.
„ეს უკვე ზედმეტია“, „რა საჭიროა ეს ყველაფერი“, „მიუღებელია რასაც აკეთებენ“, – წერენ სოციალურ ქსელში.