შაკირა და ჟერარ პიკე ერთმანეთს 11 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გასული წლის ივნისში დაშორდნენ. მას შემდეგ უამრავი რამ მოხდა.
ახლა კი ახალი დეტალი გახდა ცნობილი, რომელიც მათ ისტორიას თავდაყირა აყენებს. ესპანელმა ტელეწამყვანმა, ხოსე ანტინიო ავილესმა გამოცემა El Nacional-ს განუცხადა, რომ მანამ, სანამ წყვილი ერთმანეთს დაშორებოდა, ისინი „ღია ურთიერთობაში იმყოფებოდნენ“.
„მათ შეთანხმება ჰქონდათ, რომ ორივე მხარე იმას გააკეთებდა, რასაც მოისურვებდა, საზოგადოების წინაშე კი ისინი ჩვეულებრივი წყვილი იქნებოდა“, – აცხადებს ჟურნალისტი.
ცნობისთვის, როდესაც პიკესა და კლარა ჩია მარტის რომანის შესახებ გახდა ცნობილი, ფეხბურთელი დაჟინებით აცხადებდა, რომ შაკირასთვის არ უღალატია.
„თურმე პიკე უდანაშაულო ყოფილა“, „შაკირა ამისთვის მზად უნდა ყოფილიყო“, – წერენ კომენტარებში.
„მიტოვებული ქალთევზას რევანში“ – შაკირას ახალი კლიპი 3 დღეში 18 მილიონ მილიონ ნახვას აგროვებს