მედიაში ვენსან კასელისა და ტინა კუნაკის განშორების შესახებ საუბრები არ წყდება. გავრცელებულმა ინფორმაციამ საზოგადოება საოცრად გააოცა. ვენსანმა „ინსტაგრამზე“ მეუღლის ყველა ფოტო წაშალა. მედია განშორების მიზეზად კასელის მხრიდან ღალატზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მას რომანი 42 წლის მსახიობთან ევა გრინთან აქვს.
როდის დაიწყო ვენსან კასელისა და ევა გრინის რომანი – ახალი დეტალები
„როცა იცი, რომ უკვე დროა..“ – ტინა კუნაკისთან განშორების შემდეგ, ვენსან კასელი ფოტოებს ავრცელებს
ყოველივე ამის ფონზე, საზოგადოება აქტიურად ინტერესდება 25 წლის კუნაკის სოციალური ქსელით, რომელსაც მეუღლის ფოტოები ჯერ კიდევ შემორჩენია. საქმე ისაა, რომ თუკი ვენსანმა ტინასთან გადაღებული ყველა ფოტო წაშალა, ტინა ასე არ მოიქცა. მის „ინსტაგრამზე“ ათიოდე ფოტო კვლავ არის განთავსებული.