LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: თავმდაბლობა ამშვენიერებს – ლედი გაგა დაიხარა და გამარჯვებულ კონკურენტს კაბა გაუსწორა

401
Untitledhghghg

ორი დღის წინ ლას ვეგასში „გრემის“ 64-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, თუმცა მუსიკალური მოვლენის შესახებ კიდევ დიდ ხანს ისაუბრებენ.

ფოტო/ვიდეო: „გრემი“ 2022-ის გამარჯვებულები დასახელდნენ 

ამჯერად ლედი გაგაზე გვსურს თქვენი ყურადღების გამახვილება, რომელმაც არნახული თავმდაბლობა გამოიჩია. „საუკეთესო პოპ დუეტის“ ნომინაციაში ლედი გაგა და ტონი ბენეტი SZA-ისა Doja Cat-ის დუეტმა დაამარცხა.

ჯილდოს მისაღებად SZA სცენისკენ ყავარჯნების დახმარებით გაემართა. სიარულის დროს მას კაბის შლეიფი აეხლართა, ლედი გაგა არც კი დაფიქრდა, დაიხარა გამარჯვებული  კონკურენტის წინაშე და მას კაბა გაუსწორა.

ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, საზოგადოება ლედი გაგას გულისხმიერი ჟესტით აღფრთოვანებულია.

ფოტო: ორი ეპოქის ვარსკვლავი ერთად – ლედი გაგასა და ლაიზა მინელის მოულოდნელი გამოჩენა „ოსკარზე“ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები