LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ არის რეკომენდებული როზაციისკენ მიდრეკილი კანისთვის მზე და რუჯი – სილამაზის აკადემია

14
Untitled-5

რატომ არ არის რეკომენდებული როზაციისკენ მიდრეკილი კანისთვის მზე და რუჯი – დერმატოლოგი ნინო კანდელაკი სტუმრად გადაცემაში “სილამაზის აკადემია”.

რა არის როზაცეა?

როზაცია – ქრონიკული დაავადებაა, რომელიც იწვევს კანის სიწითლეს. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს მთელი რიგი ენდოკრინული დარღვევები. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაზიანებები, ვეგეტო სისხლძარღვოვანი დისტონია.

რა იწვევს მის პროვოცირებას?

როზაცეას მაპროვოცირებელი ფაქტორებია ზედმეტი ინსოლაცია, ალჰოკოლის მიღება, ცხელ გარემოში მუშაობა, კორტისტეროიდული მალამოების გამოყენება. დაავადებას ართულებს  DEMODEX FOLLIKULORU-მის დართვა. დაავადება უფრო ხშირად ქალბატონებში გვხვდება  განსაკუთრებით კლიმაქტერულ ასაკში. პირველ რიგში უნდა მოხდეს სწორი დიაგნოსტირება და სწორი კომპლექსური მკურნალობა. იგი გვხვდება სახეზე ლოყების, ცხვირის, ნიკაპის, მიდამოში.

როგორ უნდა დავიცვათ კანი?

სიწითლისკენ მიდრეკილი კანისთვის არ არის სასურველი ცხელი აბაზანები, საუნები. ასევე თავი უნდა შეიკავოთ, მზეზე წოლისგან და რუჯისგან, რადგან ეს იწვევს სიწითლის უფრო მეტ პროვოცირებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები