LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესკურიერი

ეკონომიკა, ბიზნესი, ფინანსები, ტურიზმი, ენერგეტიკა, საბანკო და სადაზღვევო სფერო, სოფლის მეურნეობა, სტარტაპი … – მიკრო და მაკროეკონომიკური პროცესები რომელიც ვითარდება მსოფლიოში, მიმდინარეობს რეგიონში და გავლენას ახდეს საქართველოში ეკონომიკურ პროცესებზე.
ვარკვევთ როგორია ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა; გიყვებით სექტორებზე, ვიკვლევთ სტატისტიკას, ბაზრის ანალიტიკას, ვაკვირდებით მსოფლიო ბირჟებს, საფონდო ინდექსებს, განვიხილავთ გამოწვევებს და პროფესიონალებთან ერთად ვსაუბრობთ ბიზნესის განვითარების ახალ შესაძლებლობებზე.
ყოველ სამუშაო დღეს, 12:30-დან, რადიო „ფორტუნას“ ეთერშია „ბიზნესკურიერი“ გიორგი კეპულაძესთან ერთად.

გასული გადაცემები

ტიხრული მინანქრის სახელოსნოს წარმატების გზა წეროვანში – „წამოწყებას სკეპტიკურად ვუყურებდი, ვფიქრობდი, დევნილთა დასახლებაში ვინ მოვა-მეთქი.. ვცადეთ და გაამართლა“/„ბიზნესკურიერის“ პოდკასტი

„იკორთას“ მისიაა წეროვანის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები პირების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.

“ეკონომიკამ უნდა მიაღწიოს იმ ეტაპს, რომ ხელფასები გავზარდოთ” – რა სთხოვა სახელმწიფოს ბიზნესმა /„ბიზნესკურიერის“ პოდკასტი

"როცა ბიზნესი აფართოებს თავის სფეროებს, დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება და სხვათა შორის ხელფასებიც იზრდება."

„როდესაც დაიწყო საუბარი, რომ უკრაინის ბაზარი გაიხსნება, რუსეთმა განაცხადა, (როგორც კეთილმოსურნემ), რომ ზეთზე ფიქსირებულ გადასახადს ხსნის“ – მოსალოდნელია თუ არა სურსათზე ფასების შემცირება /„ბიზნესკურიერის“ პოდკასტი

რუსეთი ბევრი ევროპული ქვეყნის პირველი მიმწოდებელი იყო პირველადი პროდუქტების მოხმარების, როგორიც არის ხორბალი და ზეთი.  გარდა ამისა უკრაინის ბაზარიც ჩაკეტილი იყო, ამან გამოიწვია ფასების გაზრდა და პროდუქტის დეფიციტი, რამაც მსოფლიოში გააძვირა ფასები და  არამხოლოდ საქართველოში. ბოლო პერიოდში სიტუაცია დასტაბილურდა და უკრაინას შესაძლებლობა მიეცა, რომ პორტებიდან გამოსულიყო პროდუქტი და საქართველოშიც შემოვიდა რამდენიმე სატვირთო, რაც ძალიან კარგია.

„კოდალას“ პროდუქციას, რომელიც უკვე „ამაზონზე“ იყიდება, მსჯავრდებულებიც დაამზადებენ/„ბიზნესკურიერის“ პოდკასტი

„როდესაც გერმანიის და ევროპის „ამაზონის“ ბაზარზე გადიხარ, იქ თუ ხარისხი არ გვექნება, ვერ მივიღებთ შედეგებს. ჩვენ გვიხარია, რომ ძალიან კარგი უკუკავშირი გვაქვს,“ - კოტე სვანაძე

„თუ აშშ-ში და ბრიტანეთში ხედავენ ამ გამოწვევას, ჩვენ რატომ ვერ ვხედავთ? – ეს კითხვა მთავრობისთვისაა“ – რას უნდა ველოდოთ 2023 წლის ბიუჯეტისგან/ „ბიზნესკურიერის“ პოდკასტი

„ინფლაცია, რომელმაც არ დაგვანება თავი, სწორედ რუსეთ-უკრაინის ომის გამოძახილია და არამხოლოდ პანდემიის,“ - ამბობს მიხეილ კუკავა.

მეწარმე ქალების პირველი მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვა 2 ოქტომბერს გაიმართება – ანა ფაშალიშვილი საუბრობს რა პროგრამა ელით ვიზიტორებს? / „ბიზნესკურიერის“ პოდკასტი

ღონისძიებაში მონაწილეობას მთელი საქართველოდან 100-მდე მეწარმე ქალი მიიღებს და გამოფენის სტუმრებს წარუდგენს საკუთარ პროდუქციას, რომლის შეძენაც ადგილზევე იქნება შესაძლებელი.

ქართული საბრენდე სივრცის ექსპორტი კრიზისშია…საჭიროა მეტი ბაზრების მოძიება – უკრაინაში მიმდინარე ომმა ექსპორტზე გავლენა იქონია / რთველის მიმდინარეობის და ყურძნის ექსპორტის შესახებ ლევან მეხუზლა საუბრობს / „ბიზნესკურიერის“ პოდკასტი

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა რთველის მიმდინარეობაზე და არსებულ გამოწვევებზე „ბიზნესკურიერში“ საუბრობს. 

“ყაზბეგში პროდუქტის დეფიციტია, 12 საათის შემდეგ პურის შეძენა შეუძლებელია. დაბალბიუჯეტურ Guest house-ებს ქირაობენ 1 დღით და შემდეგ გზას აგრძელებენ”/ ანი ალიბეგაშვილი რუს მიგრანტებზე საუბრობს / „ბიზნესკურიერის“ პოდკასტი

ქართველები მიდიან უცხოეთში სამუშაოდ, მათ ადგილს რუსები იკავებენ - წვრთნაგავლილი ადამიანები, შესაძლოა ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პრობლემა გახდეს: ანი ალიბეგაშვილი

თავიდან კომპანიები ზედმეტ ხარჯად აღიქვამდნენ…ახლა კი მომართვიანობა დღითი დღე იზრდება – ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე დავით გოგსაძე საუბრობს / „ბიზნესკურიერის“ პოდკასტი

"შემცირებულია საწარმოო შემთხვევების რაოდენობა, რაც პირდაპირ კავშირშია შრომის უსაფრთხოების დანერგვასთან - დამსაქმებელს აქვს მორალური, სამართლებრივი და ფინანსური პასუხისმგებლობა" - დავით გოგსაძე, „ეიჩესი ჯგუფის“ ტექნიკური დირექტორი

„მნიშვნელოვანია „ნამახვანჰესზე“ მუშაობა გაგრძელდეს, ჰაერივით სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ეკონომიკას“ – დავით ნარმანია საუბრობს რა ნაბიჯები იგეგმება ექსპორტის გასაზრდელად / „ბიზნესკურიერის“ პოდკასტი

გადაცემაში დავით ნარმანიამ მსხვილი ჰიდროგენერაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ჩვენს ქვეყანას და ეკონომიკას ეს ჰაერივით სჭირდება.

ეკოლოგიურად სუფთა ხის ხელნაკეთი მანქანები წალკიდან, რომლებიც ტყვიას არ შეიცავს – ვასილ ასპანიძე ბიზნესის გაფართოებას და ადგილობრივი ახალგაზრდების დასაქმებას გეგმავს / „ბიზნესკურიერის“ პოდკასტი

ვასილ ასპანიძეს წალკაში პატარა სახელოსნო აქვს და ხისგან ქმნის - მერსედესის, ფერარის, ჰამერის, ბუგატის, ლენდროვერის, ვრანგლერის, ფორდის და კიდევ სხვა მოდელებს, რომლებიც ორიგინალი მანქანების ვიზუალს ზუსტად იმეორებს.

“ქვეყანაში ინფლაციის მოსათოკად დამატებით ხარჯს ვაკისრებთ ადამიანებს” – გიორგი პაპავა ეკონომიკური ზრდისა და ინვესტიციების შესახებ / „ბიზნესკურიერის“ პოდკასტი

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მთავარი ეკონომისტი გიორგი პაპავა „ფორტუნას“ გადაცემაში „ბიზნესკურიერი“ აზიის განვითარების ბანკის პროგნოზზე, საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე, ინვესტიციებზე და წლიურ ინფლაციასთან დაკავშირებით საუბრობს.