LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1-ელ აპრილიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის უვადო ნებართვები გაიცემა – კიდევ რა იცვლება

146
კალაძე-ტაქსი

“20 მარტს დასრულდა A კატეგორიის ტაქსის ნებართვების გაცემა. პირველი აპრილიდან ძალაში შედის ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული პირებისთვის ნებართვების უვადოდ, საკუთრებაში გადაცემას”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ამოქმედდება www.taxi.tbilisi.gov.ge-ს განახლებული ვებგვერდი, სადაც ტაქსის ნებართვების გაყიდვა და იჯარით გაცემა იქნება შესაძლებელი.

A კატეგორიის ნებართვები უვადო გახდება – რას ითვალისწინებს ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი

“პირველი აპრილიდან ამოქმედდება www.taxi.tbilisi.gov.ge-ს განახლებული ვერსია, რომელიც ბაზარზე ელექტრონულად მოემსახურება ტაქსის ნებართვების ბრუნვას, როგორც გაყიდვას, ისე იჯარით გაცემას. იმ ფიზიკურ პირთა რაოდენობა, ვისზეც 1-ელ აპრილს გაიცემა A კატეგორიის უვადო ნებართვები, გასცდა 35 000-ს. ახალი ნებართვების აქტივაციის ვადა მიმდინარე წლის 1-ელი აპრილიდან 2024 წლის 1-ელ აპრილამდეა განსაზღვრული. ამ ერთი წლის განმავლობაში, ყველა იმ ადამიანს, ვინც A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელია, შესაძლებლობა ექნება, ნებართვა გაააქტიუროს და ის კონკრეტულ ავტომობილს მიაბას. თუ ნებართვის შენახვას გადაწყვეტს და მას არ გამოიყენებს, მაშინ ერთი წლის შემდეგ, საურავი დაეკისრება – დღეში სამი ლარი”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს საავტობუსო ზოლში მგზავრის აყვანა და ჩამოსმა შეეძლებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მგზავრის აყვანისთვის ან ჩამოსმისთვის და არა მოძრაობისთვის, ტაქსის მძღოლები რ დაჯარიმდებიან.

 

“უკანასკნელ დღეებში მსურველთა რაოდენობამ დაახლოებით 3000 ან 4000-ით მოიმატა” – რამდენმა ტაქსის მძღოლმა მიიღო A კატეგორიის უვადო ნებართვა

დღეიდან A კატეგორიის ტაქსის ნებართვების ძველი სისტემით გაცემა შეწყდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები