LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2017 წლის მოგზაურთა კალენდარი: სექტემბერი საქართველოში

415

“თუ მოგზაურობა გიყვართ, იმ ადგილების სია სადაც მოხვედრა გსურთ საკმაოდ გრძელი იქნება.

თქვენი შემდეგი მოგზაურობის დაგეგმვისთვის Lonely Planet‘s “Where to Go When”–ს მიხედვით, შევადგინეთ 2017 წლის მოგზაურობის კალენდარი.

სახელმძღვანელოში თვეების მიხედვით შერჩეულია ქვეყნები, სადაც იმ დროისთვის დასვენება ყველაზე იაფია, ამინდები კი საუკეთესო”–  ვკითხულობთ ბიზნესინსაიდერის სტატიაში.

businessinsider–ის 2017 წლის მოგზაურობის კალენდარში საქართველოც მოხვდა და როგორც აღმოჩნდა, უცხოელი მოგზაურობის ექსპერტები თვლიან, რომ სექტემბერი საქართველოში მოგზაურობისთვის საუკეთესო დროა.

 

2017 წლის მოგზაურობის კალენდარი

 

იანვარი: ავსტრალია, ტასმანია

ავსტრალიის კუნძული ტასმანია, ცნობილია საოცარი საკვებით და ხელშეუხებელი “ველური” ბუნებით. იანვარი ამ კუნძულზე ყველაზე თბილი და მშრალი თვეა. თქვენ შეგიძიათ ისეირნოთ ლამაზ ბილიკებსა და თითქმის ცარიელ პლაჟებზე. ასევე, შეგიძლიათ ლაშქრობისას ნამდვილად ნახატის მსგავი პეიზაჟებით დატკბეთ. საცხოვრებლის ფასებიც ამ თვეში ყველაზე ნორმალურია.

თებერვალი: ფინეთი, ლაპლანდია

ფინეთის . ხმელეთის ფართობის დაახლოებით მეოთხედი და მთლიანი ფართობის მესამედი არქტიკული წრის ჩრდილოეთით მდებარეობს. შესაბამისად, ლაპლანდიაში თებერვალში ჩრდილოეთის ნათების ხილვა თავისუფლადაა შესაძლებელი. მარხილები, თოვლმავლები, ჰასკები და ყინულოვანი, თოვლიანი უდაბნო – ეს ნამდვილად ზღაპრული თავგადასავალი იქნება. თუ გაგიმართლებთ თქვენ ირმების ხილვასაც შეძლებთ. ასევე ამ პერიოდშია პოლარული ღამე –24 საათიანი სიბნელე.

 

მარტი: ტობაგო

ტრინიდადის დების კუნძული სავსეა პალმის ხეებიანი ულამაზესი პლაჟებით, ცაში ულამაზესი ფრინველებით, მიწაზე და ზღვაში კი ზღვის კუებით. ეს დანიელ დეფოს “რობინზონ კრუზოს” ცოცხალი ინსპირაციაა. მარტში ტობაგოში მოგზაურობისას გარანტირებულია კარგი ამინდი. ასევე, ამ პერიოდში ზღვის კუები კვერცხების დასადებად ქვიშაზე გამოდიან. ესეც საკმაოდ ლამაზი სანახაობაა.

 

აპრილი: ტაილანდი

ეს ადგილი “სოლო” და თან იაფი მოგზაურობის მოყვარულთათვის შესაძლოა, საუკეთესო აღმოჩნდეს. ჯუნგლები, კარგი საკვები, ტროპიკული პლაჟები, ლამაზი ტაძრები და კატარღები – ამ ყველაფერს ანდამანის ზღვაზე შეხვდებით.

“აპრილი საუკეთესოა აქ გათბობისა და დასვენებისთვის” – წერს Lonely Planet. ამ თვეში ტემპერატურა 30 გრადუსამდე ადის. ასე რომ აქ დაგხვდებათ ზღვის ნიავი და სიცხისგან თავის შესაფარებლად ლამაზი ბუნგალოები.

13 და 15 აპრილს შესაძლებლობა გექნებათ მონაწილეობა მიიღოთ დღესასწაულ Songkran–ში ან იზეიმოთ ტაილანდური ახალი წელი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი წყლის ბრძოლით აღინიშნება.

 

მაისი: მონტენეგრო

თუ მაისში მონტენეგროს ეწვევით, კოტორის ყურედან განსაკუთრებულ და მომაჯადოვებელ ხედს იხილავთ. ეს ის პერიოდია, როდესაც მზე არ აცხუნებს და საშუალო ტემპერატურა 20 გრადუსზე მეტია. ეს ამ ადგილისთვის ცხელი სეზონის პერიოდი არ არის, ამიტომ შეიძლება ბარებისა და რესტორნების ნაწილი დახურული იყოს, მაგრამ თქვენ ნახავთ მონასტრებს, ისარგებლებთ ულამაზესი პლაჟებით, თან ხალხის ბრბოს გარეშე, რაც სხვა დროს თითქმის შეუძლებელია. ასევე შეგიძლიათ მთაში ლაშქრობითაც დაკავდეთ. მაისში მონტენეგროში ჯომარდობის სეზონიც იწყება, შესაბამისად კიდევ ერთი მიზეზი გექნებათ, ტარას მდინარეს სანახავად, სადაც მსოფლიოში ყველაზე ღრმა კანიონია.

 

ივნისი: არქტიკული ნორვეგია

ნორვეგიას შუაგულ ზაფხულში უნდა ეწვიოთ, როდესაც სანაპირო ზოლზე უსასრულო სინათლეა. ივნისი ნორვეგიისთვის საუკეთესო სეზონია, რაც იმას ნიშნავს, რომ საცხოვრებლის დაჯავშნაზე წინასწარ უნდა იზრუნოთ. ეს დრო საუკეთესოა ნორვეგიის სოფლებში სასიარულოდ და საოცარი პეიზაჟებით ტკბობისთვის.

 

ივლისი: იაპონია

ივლისი იაპონიისთვის სრულყოფილი სეზონია. ამ დროისთვის ბილიკები თოვლისგან თავისუფალია და მთელი ქვეყნის მასშტაბით თბილი ამინდია. ივლისში თქვენ შეგიძლიათ, იაპონიის უმაღლეს მწვერვალზე ფუჯიზე ასვლა, რომლის სიმაღლე 3776 მეტრია. ასევე, Gion Matsuri–ს ფესტივალში მონაწილეობის მიღება, რომელიც ქუჩაში აღლუმით შემოიფარგლება.

 

აგვისტო: უმბრია, იტალია

სრულყოფილად იზოლირებული რეგიონი უმბრია. თუ იტალიის ამ რეგიონს ესტუმრებით, შეგეძლებათ თავი აარიდოთ ხალხმრავლობას და დატკბეთ შესანიშნავი ხედებით და საკვებით.

ასევე, შეგიძლიათ მის მეზობლად მდებარე ტოსკანას ეწვიოთ, რომელიც ცნობილია საოცარი საკვებითა და ღვინით. აქ შეხვდებით ფერდობებს და შუა საუკუნეების ქალაქს, რომლებიც სავსეა სასახლეებითა და ბაზილიკებით.

ტერიტორიის სრულად შესასწავლად, თქვენ ავტომობილის ქირაობა მოგიწევთ, რაც არც ისე ძვირი სიამოვნებაა.

 

სექტემბერი: საქართველო

ვენახები, მდელოები და მონასტრები – ეს ყველაფერი ღირს იმისთვის, რომ საქართველოს ეწვიოთ და მისი ყველა ღირსშესანიშნაობა აღმოაჩინოთ.

საქართველო თურქეთის ჩრდილოეთით და რუსეთის სამხრეთით მდებარეობს. სექტემბერი – შემოდგომის დასაწყისია, რაც საქართველოში ყურძნის მოსავლის აღებას უკავშირდება. ეს დრო შესანიშნავია ღვინის დეგუსტაციისთვის.

ამას გარდა, თქვენ შეგიძიათ სვანეთს ესტუმროთ და საოცარი ქვის კოშკებით დატკბეთ. სექტემბერში აქ ჯერ კიდევ თბილი ტემპერატურაა.

 

ოქტომბერი: მაღალმთიანი შოტლანდია

შოტლანდია 2017 წლის “must see” ქვეყნებში ერთ–ერთი საუკეთესოა – ოქტომბერი კი ამისთვის საუკეთესო დროა.

პირველ რიგში გაგაოცებთ, სრულყოფილი შემოდგომის ფერები. ასევე, ამ დროს თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ირმები იხილოთ, გასინჯოთ შესანიშნავი ვისკი და ადგილობრივი საკვები, როგორიცაა მაგალითად შოტლანდიური ლობსტერები და როჭო.

 

ნოემბერი: ნიკარაგუა

აქტიური ვულკანები, პლაჟები, ზიპლაინები და ველური სამყარო – ეს ნიკარაგუაა. ნოემბერი აქ მშრალი და თბილია. ამ დროს, შეიძლება გაგიმართლოთ და წყნარი ოკეანის ზღვის კუებიც იხილოთ.

 

დეკემბერი: შვეიცარია

დეკემბერში შვეიცარიის სტუმრობა, მხოლოდ ცნობილი მატარებლით – Glacier Express მოგზაურობისთვისაც კი ღირს. 290 მეტრის გავლას ეს მატარებელი 7 საათს ანდომებს, მაგრამ აქ გატარებული თითოეული წუთი ახალ პანორამულ ხედებსა და საოცარ სანახაობებს უკავშირდება.

მოგზაურობა მატარებლით ერთ–ერთი სოფლიდან იწყება და ცნობილ სათხილამურო კურორტზე მთავრდება. ამ სიამოვნებისთვის თქვენ ბილეთები აუცილებლად წინასწარ უნდა დაჯავშნოთ.

თამთა უთურგაშვილი

მომზადებულია businessinsider-ის მიხედვით