LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

30 000-მა ადამიანმა გააცილა უკანასკნელ გზაზე ნიკო. ყველამ გულით ვიტირეთ, განსაკუთრებით, დედის წარმოთქმულ ბოლო სიტყვებზე… ზურიკო გოგოხია

25601
ნიკო კვარაცხელია

რამდენიმე დღის წინ ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელია დღეს დაკრძალეს.

22 წლის ახალგაზრდის დაკრძალვას მოქალაქეები ემოციურად ეხმაურებიან სოციალური ქსელში.

ერთ-ერთი ასეთი პოსტის ავტორი ფეისბუქმომხმარებელი ზურიკო გოგოხიაა, რომელიც წერს, რომ უკანასკნელ გზაზე ნიკო 30 000-მა ადამიანმა გააცილა:

“მე პირველად ვიყავი ჩემზე ასაკით უმცროსი ადამიანის გასვენებაზე.

30 000-მა ადამიანმა გააცილა უკანასკნელ გზაზე ნიკო. არსად მინახავს, ადამიანებს მუჭის მიწა ცრემლით დაესველებინოს და ისე მოეფრქვიოს სამარეზე.

რამდენი მუჭაც იყო, იმდენი მდუღარე ცრემლი გადმოჩქეფდა საბურთალოს სასაფლაოს აღმართიდან. ყველამ გულით ვიტირეთ განსაკუთრებით მაშინ, როცა დედამ ბოლო სიტყვები წარმოსთქვა: “ნიკო ჩემო დედამიწაზე ანგელოზოო”.

მაგრამ ვერც ლოცვამ, ვერც ტირილმა და გოდებამ ვერ გამოაღვიძა იგი უკვდავი ძილიდან.
საუკუნო ხსოვნა და მარადიული სასუფეველი გამორჩეულ ქართველს.
მზე ჩასვლის შემდეგაც რჩება მნათობად❤” – წერს ზურიკო გოგოხია “ფეისბუქში”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g