LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარის განათლების მინისტრი: ბათუმში, ე.წ.რუსული სკოლის გასახსნელად საჭირო აკრედიტაციის მისაღებად სამინისტროში დოკუმენტაცია შესული არ არის

91
BeFunky-collage

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში ე.წ. რუსული სკოლის “School Club Georgia” გახსნის შესახებ ეხმიანება.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი აცხადებს, რომ ბათუმში, ე.წ.რუსული სკოლის გასახსნელად საჭირო აკრედიტაციის მისაღებად სამინისტროში და რესურსცენტრში დოკუმენტაცია შესული არ არის.

“აკრედიტაციის თაობაზე ინფორმაცია სამინისტროში და არც რესურსცენტრში არ არის შემოსული. ამ ეტაპზე სამინისტრო აგრძელებს მუშაობას უკრაინული სკოლის გაძლიერებაზე და ათასამდე ბავშვს მოვემსახურებით შემოდგომაზე. საგანმანათლებლო საქმიანობა, საჭიროებს აკრედიტაციას, ჩვენი ინფორმაციით, არანაირი დოკუმენტაცია აკრედიტაციაზე წარმოდგენილი არ არის. ინფორმაცია მასმედიის საშუალებით დღეს გავრცელდა და გადამოწმდება. თუ ადგილი აქვს კანონმდებლობის დარღვევას, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ. საგანმანათლებლო პროცესისთვის უქმე დღეებია და შესაბამისად, ჯერ ვერ გადამოწმდება. რეაგირება განსაზღვრულია კანონმდებლობით, თუ ეს არის კანონის მიღმა საქმიანობა, ბუნებრივია, იქნება შემდგომი რეაგირება”,- განაცხადა მაია ხაჯიშვილმა.

საქართველოში ე.წ. რუსული სკოლის School Club Georgia გახსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ცოტა ხნის წინ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც გამოეხმაურა. როგორც უწყებაში აცხადებენ, School Club Georgia ავტორიზებული არ არის. მათივე ინფორმაციით, „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა“ საკითხის შესწავლის მიზნით შესაბამის უწყებას უკვე მიმართა.

ბათუმში რუსული კერძო სკოლა გაიხსნა, სადაც რუსეთში შემუშავებული სახელმძღვანელოებით ასწავლიან. 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g