LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აღარ გვყავს ჩვენი ციმციმა ანგელოზი…19 წლის ბიჭის “დრიფტაობას” შეეწირა” – 17 წლის გოგონა ავარიას ემსხვერპლა

747
BeFunky-collage - 2023-01-24T001627.908

თბილისში, ლილო არენასთან გუშინ, 23 იანვარს ტრაგედია დატრიალდა – მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.

მომხდარის შედეგად 17 წლის მარიამ ბადალაშვილი გარდაიცვალა.

„ფორტუნა“ მარიამის დეიდას, მარიამ თოღუზაშვილს ესაუბრა და ოჯახის გულისტკივილის საზოგადოებამდე მიტანას შეეცადა.

როგორც მარიამის დეიდა ჩვენთან საუბრისას აცხადებს, 17 წლის მარიამის სიცოცხლე 19 წლის ბიჭის „დრიფტაობას“ შეეწირა.

მისივე თქმით, „მეტი რაღა დარჩენია გაუბედურებულ ოჯახს, უნდა გაიაზროს რა უბედურებაც დამართა თავზე ხელაღებულმა სხვისმა შვილმა“.

„აღარ გვყავს ჩვენი ციმციმა ანგელოზი, მარიამ ბადალაშვილი, ეს ლამაზი, 17 წლის ანგელოზი გოგონა ჩემი დეიდაშვილის ბავშვია. იგი გუშინ ლილოში ვიღაც 19 წლის ბიჭის თავაშვებულ და თავზე ხელაღებულ მანქანით დრაფტაობას შეეწირა.

მარიამი და მისი სამი მეგობარი სახლში ბრუნდებოდნენ, ამ დროს გამოვარდა ვიღაც თავზე ხელაღებული მანქანის მძღოლი, დააბზრიალა მანქანა და გოგონებს მთელი ძალით შემოარტყა ავტომობილის უკანა მხარე. ჩვენი მარიამი სასტიკად დალეწა და იგი ადგილზევე გარდაიცვალა.

მძიმე მდგომარეობაში არის ის სამი გოგონაც. სჭირდებათ რთული ოპერაციები. ასე მოგვიკლეს ჩვენი გამორჩეული, სიყვარულითა და სითბოთი სავსე მარიამი, რომელსაც მისი კეთილშობილური ბუნებიდან გამომდინარე ციმციმა ანგელოზს ვეძახდით. ეს ტრაგედიაც არ გვაკმარეს და ზოგიერთი არაადეკვატური საზოგადოების წევრი, უსირცხვილოდ ავრცელებს სიცრუეს, თითქოს მარიამი თავად დრიფტაობდა.

გრცხვენოდეთ!!!! არა, ბატონებო, მარიამი და მისი მეგობრები ამხანაგის დაბადების დღის საჩუქრის საყიდლად იყვნენ ლილოში და შემდეგ ფესტივალზე შევიდნენ. სწორედ, ფესტივალიდან გამოსულებს გაჩერებაზე დაეჯახა ნაძირალა მძღოლი, და აქვე ვიტყვი იმასაც,რომ არც ერთმა ტელევიზიამ ეს უმძიმესი ტრაგედია არ გააშუქა! ისმის კითხვა, რატომ? იმიტომ, რომ იმ მკვლელი ბიჭის ოჯახი ვინმე დიდი ბობოლაა თუ უბრალოდ ჟურნალისტების ნათესავები არ არიან, ან ვინმე ცნობადი ოჯახის შვილები არ არიან და მათი ტრაგედია ტრაგედიად არ აღიქმება?!!! სამაგიეროდ, ტელევიზიები სერიულ მკვლელებს ლამის ტელე ვარსკვლავებად წარმოაჩენენ…გრცხვენოდეთ…“, – აცხადებს გარდაცვლილი გოგონას დეიდა.

ლილო არენასთან ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

“განადგურებული ვარ ამ საზარელი საგზაო შემთხვევით…ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ჩემი ოჯახის ტრაგედია თავიდან განმეორდაო…აღარ ვიცი, რით შევაჩერო ეს ქუჩის მკვლელობები” – მევლუდ მელაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები