აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას შეჭირვებული დედა-შვილის დახმარებისკენ მოუწოდებს.
როგორც სინჯიკაშვილი აღნიშნავს, მოხუცი დედა და ავადმყოფი შვილი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ.
„სასწრაფოდ ყურადღება !!!
ესენი შემთხვევით ვიპოვეთ და მართლა გადასარჩენები არიან.
ფოტოზეც ძნელი გასარჩევი არიან ადამიანები ?
მოხუცი დედა და მწვავე ავადმყოფი შვილი ცხოვრობენ ამ საშინელებაში.
რაზეც სხედან, მაგაზე სძინავთ ორივეს ერთად.
ვერც წარმოგიდგენიათ, შიგნით რა ხდება? ნაგვით, ვირთხებით და ტარაკნებით არის სავსე.
ორივე ავადაა და აქ საერთოდ ცოცხლები როგორ გადარჩენენ, არც ვიცი. მართლა ჯოჯოხეთს გავს.
არაფერი არ აბადიათ, ვერც ვერსად გადიან, სოციალურ სასადილოში ჭამენ, ბრუნდებიან და აქ წვანან ?
სასწრაფოდ უნდა გამოვასწოროთ ყველაფერი, ასე ვერაფრით ვერ მივატოვებთ !
მოგვეხმარეთ, ვისაც რითი შეგიძლიათ ❤️მოხალისეებიც დაგვჭირდება, ვისაც გცალიათ და ამ ოთახში მუშაობა შეგიძლიათ.
გაგვივრცელეთ ეს ამბავი, როგორც შეძლებთ, დღესვე ვიწყებთ და ყველაფერი გამოგვივა.
ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ –
ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი
#GE35BG0000000144817300
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისიბანკი
#GE90TB7603845061100016
PayPal – [email protected]
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით – Akaki Sinjikashvili
აბა ჩვენ ვიცით ✊✊❤️
#სიკეთეგადამდებია“ – წერს აკა სინჯიკაშვილი.

