მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა აცხადებს, რომ კლინიკა „ვივა მედი“ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემას ვერ ერევა.
გიული ალასანია „ვივა მედის“ მედპერსონალის პრესკონფერენციას ეხმაურება და ამბობს, რომ სააკაშვილის მკურნალ ექიმს აზრის გამოთქმის შესაძლებლობა არ მიეცა:
„რატომღაც თამარ დავარაშვილს შესაძლებლობა არ მიეცა, რომ საკუთარი აზრი გამოეთქვა. აქ ადამიანი რვა თვეა წევს, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს კლინიკა, რომელიც საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკად ითვლება, ამ პრობლემას ვერ ერევა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
