LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამიერიდან ამ ხელისუფლებასთან ბრძოლის ყველა გზა მორალურია” – მიხეილ სააკაშვილი

183
BeFunky-collage (3)

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის ჩაგდებას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ეხმაურება. სააკაშვილი წერს, რომ პარლამენტმა ძალაუფლების უზურპაცია მოახდინა.

„თეორიულად, პარლამენტს შეუძლია შეცვალოს კონსტიტუცია და ივანიშვილი გამოაცხადოს ოფიციალურ დიქტატორად – და ეს სამართლებრივად “გამართული” გადაწყვეტილება იქნება.

პრაქტიკულად ეს იქნება ხელისუფლების უზურპაცია.

დღეს, მთელი ქართული და საერთაშორისო საზოგადოების მოტყუების შედეგად პარლამენტმა მოახდინა ძალაუფლების ოფიციალური უზურპაცია.

ამიერიდან ამ ხელისუფლებასთან ბრძოლის ყველა გზა მორალურია.

გონიერების საზღვრებიღაა დარჩენილი, რომ ქვეყანა არ დავაზიანოთ და თავად არ დავზიანდეთ.

სახელმწიფო მათ გადაატრიალეს, ძალაუფლება მათ მიითვისეს და უკანონოები ისინი არიან.

მათ გონიათ რომ ძალა აქვთ, მაგრამ ძალაც და ძალაუფლებაც ეკუთვნის ხალხს და ეს ჭეშმარიტება ისტორიულად არაერთხელ დადასტურებულა.

ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!

როგორც არასდროს დღეს ნათელია თეთრი და შავი, კეთილი და ბოროტი, მართალი და მტყუანი, ანუ როგორც არასდროს დღეს ნათელია ვინ გაიმარჯვებს.

ქართველი ხალხის სურვილი, იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი, შემდგარი, წარმატებული ერი, აუცილებლად გაიმარჯვებს უზურპატორზე“ – წერს სააკაშვილი ფეისბუქზე.

 

 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი დღეს ჩააგდო. დეპუტატებიდან ინიციატივას 101-მა მხარი დაუჭირა, 3 კი წინააღმდეგი იყო.

არასაკმარისი 101 ხმა – კანონპროექტი ჩავარდა: პროპორციული სისტემა არ იქნება

21-21 ივნისის მოვლენების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ აქციის მონაწილეების ერთ-ერთი დაპირება შეასრულა: მთავრობამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩატარების პირობა დადო. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, უმრავლესობის  ზოგიერთმა დეპუტატებმა დაპირების შესრულება გადაიფიქრა.