აქცია – „შინ ევროპისკენ“, ევროპის მოედანზე დასრულდა. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან ევროპის მოედნამდე მსვლელობა გამართეს, სადაც ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გაშალეს და მასზე ხელმოწერები დატოვეს.
„სირცხვილიამ“ მომდევნო შეკრება 24 ივნისს დააანონსა, როცა გამოცხადდება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. აქციის ორგანიზატორების თქმით, 24 ივნისს ახალი სამოქალაქო მოძრაობაც შეიქმნება.
აქციაზე ევროკავშირისადმი მიმართვა წაიკითხეს