LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ ვიცი ლავროვის სიძე იყო თუ სხვა ადამიანი, მაგრამ თუ  მათ არ აქვთ „ოკუპაციის შესახებ“ კანონი დარღვეული, სრული უფლება ჰქონდათ  საქართველოში შემოსულიყვნენ“ – კახა კალაძე

179
კალაძე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სანქცირებული სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში ვიზიტს, რომლებიც კახეთში ქორწილის გადახდას გეგმავდნენ, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ მოქალაქეს „ოკუპაციის შესახებ“ კანონი დარღვეული არ აქვს, საქართველოში შემოსვლა შეუძლია.

მან აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ცალკეული პირები სპეკულირებენ, რაც ორმაგი სტანდარტია.

„თუ არ იყო დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, რა თქმა უნდა, საბაჟო სამსახურს არ ჰქონდა საფუძველი იმისათვის, რომ კონკრეტული პირები არ შემოეშვა საქართველოში“ – ირაკლი კობახიძე

„არ ვიცი ლავროვის სიძე იყო თუ სხვა ადამიანი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელოვანია ერთი რამ, ამ ადამიანებს ჰქონდათ თუ არა დარღვეული “ოკუპაციის შესახებ“ კანონი. შესაბამისად, თუ ამ ადამიანებს არ ჰქონდათ აღნიშნული კანონი დარღვეული, მათ სრული უფლება ჰქონდათ შემოსულიყვნენ საქართველოში.

ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები, ესენი არიან ფარისევლები, საერთოდ არანაირი დემოკრატია, ქვეყნის არავითარი სიყვარული, უბრალოდ, ძალიან დიდი დაშორებაა ამ ადამიანებსა და ზოგადად, დემოკრატიულ ღირებულებებს შორის. ესენი გახლავთ ადამიანები, ვინც ქვეყანას გარკვეული წლების განმავლობაში მართავდნენ, ჩვენ გვახსოვს ამ ადამიანების განცხადებები 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც ღიად მოუწოდებდნენ რუსებს ჩამოსულიყვნენ, საქართველოში ემოგზაურათ, ბიზნესი ეკეთებინათ. ასევე, გვახსოვს ოფიციალური წერილები ომიდან რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც იწვევდნენ რუსებს საქართველოში ჩამოსასვლელად. დღეს ვისმენთ მათ განცხადებებს. ესენი არიან ჩვეულებრივი ფარისევლები, სპეკულირებენ. ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება ნახოს, რომ ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება. მისივე თქმით, „წარსულში ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული, რაც ქვეყანას და ხალხს მძიმედ დაუჯდა“.

„ჩვენ ხომ ღიად განვაცხადეთ, არაფერს ვმალავთ ან დასამალი რა არის? სანქციებს არ ვუერთდებით, ამასთან დაკავშირებით განცხადებები არაერთხელ გაკეთდა, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ამ ქვეყნის ინტერესები. თუ გადავხედავთ ჩვენს წარსულს და უახლოეს ისტორიას, ძალიან ბევრ შეცდომას ვნახავთ, რომელიც დაშვებული გვაქვს და რომელმაც ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას და ხალხს. შესაბამისად, ჩვენ ეს შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ, პირიქით, პრაგმატული პოლიტიკით უნდა გავატაროთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესები“, – განაცხადა კალაძემ.

„ქორწილი აღარ ჩატარდება… ეს არის საზოგადოების ერთგვარი გამარჯვება“ – სალომე ზურაბიშვილი

„მე-19 საუკუნეში ბევრად მეტი ხოშტარია და ზურაბიშვილი ცხოვრობდა, ასეთი ბნელებისთვის დაწერა ვაჟა-ფშაველამ „სტუმარ-მასპინძელი“ – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება სანქცია ოჯახის წევრს ეხებოდეს, გერმანიაში მაქვს ნასწავლი ეს სფერო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g