LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ ყოფილა არცერთი დარღვევა გადაყვანის პროცედურაში – მისი თითო კიდური ეკავა თითო თანამშრომელს იმისთვის, რომ ის არ დაზიანებულიყო და ამ ფორმით შეჰყავდათ: რატი ბრეგაძე

175
bregadze (1)

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანისას, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები ცდილობდნენ, ის ფიზიკურად არ დაზიანებულიყო. ამის დასტურად მინისტრი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი “თითო კიდური თითო თანამშრომელს ეკავა”.

„ნაჩვენებია კადრები, როდესაც აბსოლუტურად მშვიდობიანად, თქვენობითი ფორმით მოუწოდებენ, რომ გადმოვიდეს და დაემორჩილოს კანონიერ მოთხოვნას, ის არ დაემორჩილა კანონიერ მოთხოვნას, რომ შესახლებულიყო შესაბამის დაწესებულებაში, ასეთ დროს, მით უმეტეს, როცა უკვე ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევს პატიმარი თანამშრომელს, მათ აქვთ მათ შორის სპეცსაშუალებების გამოყენების სრული უფლება, მაგრამ ესეც კი არ ყოფილა გამოყენებული და კარგად დაინახავს ყველა იმ კადრებში, რომ მისი თითო კიდური ეკავა თითო თანამშრომელს იმისთვის, რომ ის არ დაზიანებულიყო და ამ ფორმით შეჰყავდათ.

რომელ ძალადობრივ “ინვაზიაზეა” საუბარი, როდესაც მან გადააგდო სამედიცინო აპარატურა. ყველამ ნათლად დაინახა, რომ არავინ მასთან ნემსით არ მიახლოებულა და მისი ნების საწინააღმდეგოდ რაიმე სამედიცინო პროცედურის ჩატარება არ დაუწყია. აი ეს არის მთელი ისტორია და იმ კადრებში ასევე ძალიან ნათლად ჩანს, რომ სრულიად უწყინარ სიტუაციაში ის მიზანმიმართულად აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას ჩვენს თანამშრომლებს.

როდესაც ადამიანს პრეტენზია გაქვს, რომ ხარ იურისტი, გაქვს იურიდიული განათლება და ამბობ, რომ ადამიანი გაიტაცეს ერთი დაწესებულებიდან მეორეში, საუბარიც ზედმეტია კვალიფიციურობაზე”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g