LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არსებობს ივანიშვილი, როგორც ვირუსი და არსებობს ენმ, როგორც ვაქცინა”- სააკაშვილის მიმართვა გურულებს

93
sdgsdg

“ივანიშვილის დრო დამთავრებულია, ქართველი ხალხი იბრუნებს თავის ქვეყანას. აღარავინ აღარ იქნება არავის ყმა და ხელის ბიჭი განსაკუთრებით გურიაში, სადაც ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ თავის ყმებად ექცია ყველა”- ასე მიმართა საქართველოს ექსპრეზიდენტმა ოზურგეთში შეკრებილ მხარდამჭერებს ონლაინჩართვისას.

“ჩვენ არ უნდა მოგვერიოს ის ვირუსი, რომელიც დაპატრონებულია საქართველოში. ქოციანობის სენი ივანიშვილის სახით. არსებობს ივანიშვილი, როგორც ვირუსი და არსებობს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, როგორც ვაქცინა და საქართველოს გაჯანსაღების ერთადერთი რეცეპტი”- თქვა სააკაშვილმა.

მესამე პრეზიდენტმა ოზურგეთელებს მანუჩარ კვირკველიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა და 2008 წელს, ომის მძიმე დღეებში, კვირკველიას მოგებული ოლიმპიადა გაიხსენა.

“ძალიან მაგარი კანდიდატი გვყავს. კარგი ქართველი და კარგი გურულია. მართლა უყვარს მანდაურობა, ის არის ეროვნული სიამაყე…მანუჩარის გამარჯვება იქნება საქართველოს და გურიის გამარჯვება” – მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ჭადრების ბაღში შეკრებილ ამომრჩეველს.

 

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/videos/339308540493769/?notif_id=1603020714074766&notif_t=live_video_explicit&ref=notif

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები