სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, – აღნიშნული კომენტარი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა “ამერიკის ხმასთან” გააკეთა.
აშშ-ის საგარეო უწყების თქმით, დეპარტამენტი “ძალიან ახლოდან აკვირდება [საქართველოს] ყოფილი პრეზიდენტის მკურნალობას”.
“ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა და ადამიანური უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა. სახალხო დამცველის სამედიცინო ექსპერტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ჩვენ განვაგრძობთ შესაბამის პირებთან სააკაშვილის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმის ადვოკატირებას”, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის წერილობით განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან გაუქმების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 9 დეკემბერს უნდა ემსჯელა, თუმცა, სასამართლო სხდომა გადაიდო და ის 14 დეკემბერსაა ჩანიშნული.
ამავე თემაზე: