აშშ ისევ COVID-19-ის გავრცელების მთავარი ეპიცენტრია. ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე ნახევარ მილიონს გადააჭარბა, აქედან 18 ათასზე მეტი კი გარდაიცვალა.
ყველაზე მეტი გარდაცვლილი ქალაქ ნიუ-იორკშია — 5 820.
უახლესი მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების უკვე 1 700 007 შემთხვევა გამოვლინდა. 100 ათასზე მეტი კი გარდაიცვალა — 18 849 ფატალური შემთხვევით კვლავ იტალია ლიდერობს.
იმედისმომცემი შედეგები: რემდესივირის პირველი ცდა პაციენტთა მცირე ჯგუფზე დასრულდა