აშშ-ში ახალი კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
დაავადებით ინფიცირების შემთხვევა ვაშინგტონში დაფიქსირდა. ახალი კორონავირუსი ჩინეთის გარდა კიდევ ოთხ ქვეყანაში აღრიცხეს.
ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა და ავადობის 300 შემთხვევა დაფიქსირდა.
ახალი ვირუსი კორონა ვირუსების იმავე ოჯახიდანაა, როგორც მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი, რომელმაც 2002-2003 წლებში, მსოფლიოს მასშტაბით 800-მდე ადამიანი იმსხვერპლა.