შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცულ გარდაცვალების საქმეზე ღიად ვერ ისაუბრებს.
მისივე თქით, საჭიროების შემთხვევაში საქმეში FBI ჩაერთვება.
“ბაჩალიაშვილის საქმეზე ღიად ვერ ვისაუბრებ. გამოძიება მიდის, თუმცა ვფიქრობ, მალე დასრულდება გამოძიება. თუ საჭიროება იქნება, FBI ჩაერთვება სავარაუდოდ, ექსპერტიზის მიმართულებით, თუ დაგვჭირდება, თუმცა ჯერჯერობით გამომძიებლები მუშაობენ”, – აცხადებს მინისტრი.
“მაბრალებენ, რომ გავიყვანე თამარი თეთრიწყაროდან და ბოლოს გავგუდე”- რას ასაჯაროვებს ბაჩანა ლობჟანიძე
ვახტანგ გომელაური ქვეყანაში კრიმინალის ზრდასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სტატისტიკის მუდმივი ცვლილება, ზრდა ან კლება ნორმაა და გასაკვირიც არაფერია.
შეგახსენებთ, 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლის, დღის პირველ ნახევარში საკუთარი სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. გოგონას 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ, ბოლოს კი მისი ავტომობილი მწყემსმა თეთრიწყაროს მიმდებარედ, ტყეში აღმოაჩინა. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო.
მოგვიანებით ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.
ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას უნდობლობას უცხადებს. ოჯახის კიდევ ერთი ეჭვი ბაჩანა ლობჟანიძეს უკავშირდება, რომელიც ამტკიცებს, რომ გარდაცვლილის შეყვარებული იყო.