ბათუმის საქალაქო სასამართლომ იაფი სახლების საქმეზე ბათუმის ყოფილ მერს, ვიცე-მერს, მინისტრების მოადგილეებსა და სხვა მაღალჩინოსნებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

30 მაისს დაკავებულებს ბრალად ედებათ დიდი ოდენობის თანხის მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. გამოძიების ინფორმაციით, საუბარია 1 370 076 ლარზე.

ერმაკოვთან ერთად დაკავებულები არიან:

  • აჭარის განათლების, სპორტის და კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე ბაგრატ მანველიძე
  • აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ა.ვ
  • ბათუმის ვიცე მერი თენგის პატარიძე
  • ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი ე.ლ.
  • ბათუმის მერიის ააიპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ უფროსის მოადგილე ვ.ხ.
  • ბათუმის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსი ბ.ხ”.

მსგავსი თემები