ბავშვი სასწაული, რომელიც ორსულობის 25-ე კვირაზე დაიბადა და მხოლოდ და მხოლოდ ორი თითის სიგანის იყო, უკვე დაწყებით სკოლაში მივიდა – ამის შესახებ BBC-ი წერს.

გამოცემის ცნობით, ანაბელა კალინანის გადარჩენის იმედი არავის ჰქონდა. ის კი ახლა იმავე სკოლაში შევიდა, სადაც მისი დედა ადელი დადიოდა.

ანაბელას დედას, რომელსაც ქრონიკული დაავადება ჰქონდა, ექიმები ეუბნებოდნენ, რომ ვერ დაორსულდებოდა. თუმცა, როგორც ამბობს, ის ახლა გაოცებულია ამ შედეგით და სასწაულით.

ანაბელა საკეისრო კვეთით, 2015 წლის 13 აგვისტოს დაიბადა. ოპერაციის დასრულების შემდეგ კი დედა-შვილი ინტენსიური თერაპიის ბლოკში გადაიყვანეს. ანაბელა დედამ მხოლოდ 3 დღის შემდეგ ნახა.

“ის იმდენად პატარა იყო, მხოლოდ ორი თითის სიგანის. არ ვიყავი დარწმუნებული თუ მასთან ერთად გავიდოდი საავადმყოფოდან,” –  ამბობს გამოცემასთან ანაბელას დედა.

ქეთი გიგოლაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები