LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა მოლაშვილს არაჰოჯკინის ლიმფომა დაუდასტურდა – როგორ დავეხმაროთ ახალგაზრდა მამაკაცს

237
ბექა მოლაშვილი მთავარზე

ჟურნალისტი ნიკო ნერგაძე აქვეყნებს განცხადებას, სადაც საზოგადოებას ბექა მოლაშვილის ფინანსურ თანადგომას სთხოვს – მას ორი თვის წინ არაჰოჯკინის ლიმფომა დაუდასტურდა და ეფექტური მკურნალობის პირობებში, რომელიც თურქეთში უნდა გაიაროს, ექიმებს მისი გამოჯანმრთელების იმედი აქვთ:

„ბექა მოლაშვილს, რომელსაც ბევრი შპინგელ-შპონგელის სახელით იცნობთ, თქვენი დახმარება სჭირდება‼️

2 თვის წინ ბექას ავთვისებიანი სიმსივნე – არაჰოჯკინის ლიმფომა დაუდასტურდა. სწრაფად პროგრესირებადი კიბოა, მაგრამ განკურნებადი. დროულად და ეფექტურად მკურნალობის შემთხვევაში, 3-დან 2 ადამიანი სრულად გამოჯანმრთელდება, თუმცა დაგვიანებული მკურნალობა დამღუპველია.

ბექა სასწრაფოდ უნდა წავიდეს თურქეთში, უკვე შერჩეულ კლინიკაში, რომელსაც მსგავსი დაავადებების მკურნალობის დიდი გამოცდილება აქვს. საჭიროა ჩაიტაროს ქიმიოთერაპიის 6 კურსი. ოჯახმა და მეგობრებმა უკვე შევაგროვეთ თანხის ნაწილი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. გვაკლდება კიდევ 30000 დოლარი. სწორედ ამ საკითხში გვჭირდება თქვენი გვერდში დგომა.

თქვენი დახმარების იმედი გვაქვს. ნებისმიერი ოდენობის თანხის ჩარიცხვას აქვს აზრი.

ერთად გადავარჩინოთ ბექა! ჩვენი ერთიანობა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია‼️

ანგარიშის ნომრები:?

საქართველოს ბანკი: #GE51BG0000000538030471 – მიმღები ანა ციციშვილი

თიბისი: #GE64TB7886645064300051 – მიმღები ანა ციციშვილი

ფეიფალი: https://www.paypal.com/paypalme/spingelspongel“.

14 წლის სესილის დაუდგინდა მძიმე დიაგნოზი – მას საზოგადოების დახმარება სჭირდება

„გთხოვთ, თუნდაც ეს იყოს 1 ლარი“ – 10 წლის ვიკას საზოგადოების დახმარება სჭირდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები