ირანში კორონავირუსით სულ მცირე 210 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას  BBC ირანის ჯანდაცვის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეს მაჩვენებელი ბევრად მეტია ირანის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ მონაცემებთან შედარებით.ირანის მთავრობაში აცხადებენ, რომ კორონავირუსს 34 ადამიანი ემსხვერპლა.

კორონავირუსმა უკვე 58 სახელმწიფოში შეაღწია. იზრდება ვირუსის გავრცელების დინამიკა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის ახალი შემთხვევა კიდევ 10 სახელმწიფოში გამოვლინდა.იტალიაში ვირუსმა უკვე 17 ადამიანი იმსხვერპლა. დაავადებას 700-მდე პაციენტი ებრძვის. ამ დრომდე კარანტინში რჩება ჩრდილოეთ იტალიის 10-ზე მეტი ქალაქი.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტრო რეკომენდაციებს ავრცელებს

ამ დროისთვის კორონავირუსის ინფექცია დადასტურებული საქართველოს ორ მოქალაქეს აქვს, ერთი 50 წლის კაცია, რომელიც ირანში იმყოფებოდა, ხოლო მეორე – 31 წლის ქალი, რომელიც იტალიაში ჯგუფთან ერთად მოგზაურობდა.

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა (ვიდეო)

კორონავირუსით ინფიცირებული პირი „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელია

 

 

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები