LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესის მხარდასაჭერად შეიქმნა ახალი პლატფორმა – SupportBusiness.ge – ფორტუნა აკადემია

236
მარიამ-ქოიავა

კომპანია „SavvY-ს“ ინიციატივით შეიქმნა ბიზნესის მხარდაჭერის პლატფორმა – SupportBusiness.ge. პლატფორმის მთავარი მიზანია, გააერთიანოს ბიზნეს სექტორი COVID-19-ით გამოწვეული პრობლემების წინაშე, ხელი შეუწყოს მათი მოგვარების გზების პროაქტიულ ძიებას და დაეხმაროს კომპანიებს სწრაფ რეაგირებაში. ამ ინიციატივაზე “ფორტუნა აკადემია” „SavvY-ს” მმართველ პარტნიორს, მარიამ ქოიავას ესაუბრა.

მარიამ, რა მდგომარეობაშია დღეს ბიზნესი და რატომ დადგა ამ პლატფორმის შექმნის აუცილებლობა?

კორონავირუსი დღითიდღე უზარმაზარ ზიანს აყენებს მსოფლიოსა და საქართველოს ეკონომიკას, მთავარი გამოწვევა, რაც კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას არის ზოგადი გაურკვევლობა, რომლის წინაშეც ბიზნესი და ზოგადად საზოგადოება აღმოჩნდა. ჩვენ ვირუსის ფართოდ გავრცელების დღიდან დავიწყეთ მოვლენებისთვის თვალის დევნება და იმაზე ფიქრი, თუ როგორ შეგვეძლო, ჩვენი წვლილი შეგვეტანა ამ გამოწვევების გამკლავების პროცესში. არსებული პრობლემების წინაშე ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი მცირე და საშუალო ბიზნესი აღმოჩნდა, ამიტომაც გადავწყვიტეთ, შეგვექმნა პლატფორმა, რომელიც პრობლემების დროულად იდენტიფიცირების, მოსალოდნელი შედეგების შეფასებისა და სწრაფი, ეფექტური გადაჭრის გზების პოვნაში დახმარების საშუალებას მოგვცემდა.

კონკრეტულად რას სთავაზობს პლატფორმა მომხმარებელს?

პლატფორმის მუშაობის პრინციპი საკმაოდ მარტივი და მაქსიმალურად სწრაფია. მომხმარებლები, რომლებსაც სურთ, დააფიქსირონ თავიანთი გამოწვევა და უფასო კონსულტაცია მიიღონ „SavvY-ს“ გუნდისგან, გაივლიან შემდეგ ეტაპებს: პირველ რიგში, უნდა ეწვიოთ პლატფორმას www.supportbusiness.ge, მონიშნოთ არსებული გამოწვევა (გამოწვევები), რომელთა წინაშეც თქვენი ბიზნესი აღმოჩნდა. ამის შემდეგ, უნდა მიუთითოთ თქვენი სექტორი, რათა უკეთ მოხდეს პრობლემის იდენტიფიცირება და გაანალიზება. ბოლოს კი, უნდა დაამატოთ თქვენი გამოწვევების ზუსტი აღწერა და საკონტაქტო ინფორმაცია, რათა “SavvY-ის” კონსულტანტები უმოკლეს დროში დაგიკავშირდნენ. ინფორმაციის შევსების შემდეგ, დასკვნით ეტაპი უკუკავშირს და სამოქმედო გეგმის შეთავაზებას მოიცავს – ამ ეტაპზე პლატფორმის ბენეფიციარები სრულიად უსასყიდლოდ გამოწვევის მასშტაბის შესაბამისად სამოქმედო გეგმის შეთავაზებასა და განხორციელებაში მხარდაჭერას მიიღებთ. ამასთან ერთად პლატფორმაზე მუდმივად განთავსდება პრაქტიკული რეკომენდაციები და გზამკვლევები. გაიმართება ონლაინ სემინარები ბიზნეს სექტორისთვის აქტუალურ თემებზე.

კონსულტაციის მიღება შესაძლებელია სხვადასხვა აქტუალური მიმართულებებით, როგორებიცაა, რისკების იდენტიფიცირება და მართვა, სამოქმედო გეგმის შემუშავება, ადამიანურ და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა.  პლატფორმაზე შესასვლელად მიჰყევით ბმულს: https://supportbusiness.ge/

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები