LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრეგაძე: თუ კონსილიუმის რეკომენდაციები იქნება, ვიმოქმედებთ პაციენტის საუკეთესო ინტერესებით

68
რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა და ინფორმაცია საზოგადოებას მისი ჯანმრთელობის შესახებ მუდმივად მიეწოდება.

აღნიშნულის შესახებ მინისტრმა სამინისტროში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც გამართა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე ისაუბრა.

რატი ბრეგაძე – საქართველოს კანონმდებლობით ჩვენ არ გვაქვს პატიმართან უკრაინის სახალხო დამცველის შესვლის ვალდებულება

როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, თუკი დადგება საჭიროება კონსილიუმის რეკომენდაციის შესაბამისად, პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ.

„კონსილიუმი შეიქმნა ჩვენი ინიციატივით, მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს. მაშინ მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, რომელიც არ არის სამკურნალო დაწესებულება.

მოგეხსენებათ, ეს არის პენიტენციური დაწესებულება და დღეს როდესაც იგი იმყოფება მე-18 დაწესებულებაში, ბუნებრივია, ის არის ექიმების უფრო მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ, მასზე ზრუნავს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი.

როდესაც დადგება საჭიროება მოწვეული იყოს კონსილიუმი, დამატებით თუ გახდება საჭიროება რომ მივიღოთ რეკომენდაციები, ბუნებრივია, ჩვენ ვიმოქმედებთ პაციენტის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, “- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკვე  47-ე დღეა შიმშილობს.

ექიმების ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთებს განმარტებებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები