უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 137 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 21 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 019 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 840 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 179 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 137 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 251 071-ს.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 1 179 ადამიანი გამოჯანმრთელდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 137 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 477 შემთხვევა,
აჭარა – 64,
იმერეთი – 164,
ქვემო ქართლი – 65,
შიდა ქართლი – 85,
გურია – 13,
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 118,
კახეთი – 95,
მცხეთა-მთიანეთი – 27,
სამცხე-ჯავახეთი -18,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.
კოვიდ-19 ით 11 ადამიანი გარდაიცვალა
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 946, საიდანაც: 3 478 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 685, აჭარაში – 249, იმერეთში – 711. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 735 პირი, მათ შორის, თბილისში – 329, აჭარაში -54, იმერეთში – 182. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 219 პირი, მათგან თბილისში – 158, აჭარაში – 2, იმერეთში – 25. 534 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 243 – თბილისში, 206 – აჭარაში, 32 – იმერეთში. 5 934 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 536 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 223, აჭარაში – 109, ხოლო იმერეთში – 9.
სულ 6 ოქტომბრიდან – 20 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 535 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 813 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 12 013 პირი, აჭარაში – 1 559, იმერეთში – 2 244,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
კორონავირუსით ინფიცირების 1 137 შემთხვევა გამოვლინდა