LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემი ოცნებაა, საქართველოში ჩავატარო კონცერტი… ცხოვრების ამ ეტაპს მარტოობაში გავდივარ… ზოგჯერ არის პერიოდი, როცა ტელეფონზე არავინ მირეკავს” – ლევან კბილაშვილის გულახდილი ინტერვიუ

23534
BeFunky-collage (8)

21 ივნისს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. მომღერალი ლევან კბილაშვილი 31 წლის ასაკში დაიღუპა.  ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა მისი მოულოდნელი გარდაცვალების მიზეზი.

რამდენიმე თვის წინ, ლევანმა „პოსტ ტვ“-ის ეთერში გადაცემაში „სიკეთე მარტივია“ კარიერის შესახებ ისაუბრა.

ლევანმა გადაცემაში იმ რთული გზის შესახებ მოყვა, რაც სცენამდე გაიარა.

დიდ სცენაზე მოხვედრამდე ლევან კბილაშვილი შსს-ში დეტექტივ გამომძიებლის მიმართულებით მუშაობდა.

„ამ ვიდეოზე ხუმრობდი, ძალით მოვიხვედრე თავი კადრშიო…კადრში კი არა გულში იქნები მთელი ცხოვრება ლევანჩიკ: მომღერალი აჩიკო გოგიტიძე ლევან კბილაშვილზე

„გავიზარდე იურისტების ოჯახში. მამა პოლიციის პოლკოვნიკი, ძმა ასევე პოლიციის პოლკოვნიკია. შესაბამისად, მეც გავყევი მათ ტრადიციებს. ჩავაბარე უნივერსიტეტში, დავამთავრე იურიდიული ფაკულტეტი. მინდოდა გავმხდარიყავი ნამდვილი, ღირსეული პოლიციელი.

საბოლოოდ მივედი აქამდე, ვფიქრობდი, რომ ეს იქნებოდა ჩემი საბოლოო საქმე, მაგრამ 4 წლის შემდეგ მივხვდი, რომ უკვე ვეღარ ვარსებობდი იმიტომ, რომ ვეღარ ვმღეროდი.

შესაბამისად, ძალიან უცბად რადიკალური გადაწყვეტილება მივიღე, ერთ წამში მოხდა ეს ყველაფერი.

გადავწყვიტე გამეგზავნა ჩემი მონაცემები რუსეთის “ვოისში”. გავაგზავნე, დამიძახეს იქიდან, მიმიწვიეს და რომ მიმიწვიეს მივხვდი, რომ უნდა წავსულიყავი იმ პერიოდში…

პატრიარქმა გაიგო, რომ მივდიოდი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დამლოცა და თავისი ხელით მაჩუქა ჯვარი და მითხრა, რომ გამარჯვებული ჩამოხვალ აუცილებლადო…

შეიძლება დავარქვათ ამას „კონკიას ისტორია“, რაშიც დამეხმარა რწმენა და ის ძალა, რომელიც წავიღე აქედან.

ჩემთვის რეალურად ძალა არის ადამიანების სიყვარული, რომელიც გამოხატულია ჩემი საქმის მიმართ.

როცა ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ მოუსმენია ქართული სიმღერა, მოდის, შენთან ერთად მღერის, უყურებ როგორ ტირიან შენთან ერთად, ეს არის მართლა სასწაული.

ჩემი ოცნებაა, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩავატარო კონცერტი. ვერ წარმომიდგენია აქ რა იქნება. მაგრამ იქ, როცა ამდენი უცხო ადამიანი, არაქართველი მოდის შენთან და მღერის… აი ამით ვცხოვრობ, მართლა ამით ვცხოვრობ, სხვა არაფერი არ გამაჩნია.

“დღეს კიდევ ერთხელ გამეყინა სხეული… როცა წამოიზარდა მთხოვა ეს სიმღერა თავიდან ჩაგვეწერა, თუმცა მე ვეღარ შევძელი…” – ნატო გელაშვილი ლევან კბილაშვილს ემშვიდობება და მასთან ჩაწერილ დუეტს იხსენებს

ლევან კბილაშვილმა სამშობლოსთან დაკავშირებითაც ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ თავს ზოგჯერ მარტო გრძნობს.

„მზე, ხალხი, დედა, ჩემი ოჯახი, ეს თუ არ გამაჩნია და ეს თუ არ მაქვს ყველაზე მეტად მიჭირს ამ ყველაფრის გარეშე…

ამ ცხოვრების ეტაპს, რასაც გავდივარ მარტოობაში გავდივარ… მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ხალხია ჩემ გარშემო, იქ რომ ვცხოვრობ მაქვს განცდა მარტოობისა. აი ამ მარტოობის დროს და აი ამ განცდის დროს, ყოველთვის სასწაულებრივად ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად ცვლიან მთლიან ფონს ჩემს ცხოვრებაში.

ასეთი ადამიანები არიან ჩემს ცხოვრებაში და მე ვერ გამოვყოფ. შეიძლება გამოვყო დედა. არის ხოლმე პერიოდი, როცა ტელეფონზე არავინ არ მირეკავს, საერთოდ ზარი არ არის… ზოგი გაბრაზებულია, ზოგს ჰგონია რომ დაკავებული ვარ. ჰგონიათ, რომ მე რაღაცებს მივაღწიე, იმდენი ხალხი დამეკარგა. ხანდახან არის მომენტი, როცა ვიცი, რომ დედამ უნდა დარეკოს და იმ ერთი ზარისთვის მიღირს ცხოვრება.

არიან ჩემს ცხოვრებაში ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ხელს მკიდებენ, როცა უნდა დავდგე, ვერც ერთს ვერ გამოვარჩევ. მადლობა უფალს. სულ ვამბობ, რომ ყველაზე დიდი მადლი უფლისგან ჩემთვის არის ადამიანი. ადამიანი, რომელიც ჩნდება ყოველთვის იმ მომენტში, როდესაც მგონია, რომ ყველაფერი დასრულებულია,“ – აღნიშნა ლევან კბილაშვილმა.

“მაგარი ბიჭი წავიდა დღეს! ძალიან ადრეა, ძალიან! ეს სიმღერა და ნამღერი უყვარდა ძალიან, ამ ნამღერით და სიმღერით გემშვიდობები” – ლაშა ღლონტი ლევან კბილაშვილზე

„ჯარში შევხვდით ერთმანეთს.. ბოლოს თბილისში რომ ჩამოვიდა დამირეკა.. ეს რა დღეში აღმოვჩნდით ბიჭო.. ახლა იქნებოდა შენი ჩაქრობა?“ – აკო ახალაია ლევან კბილაშვილს ემოციური სიტყვებით ემშვიდობება

“დავკარგე მეგობარი, შეიძლება ითქვას ძმა, გასულ ღამეს მისგან მესიჯი მივიღე, დღეს ის აღარ არის, მიყვარხარ სამუდამოდ” – ლუბა უსპენსკაია ლევან კბილაშვილს ემოციურად ემშვიდობება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები