ჩემს თვალში ნამდვილი გმირია, ყვარყვარე ვერაფერს დააკლებს – სააკაშვილი მელიაზე

139
melia-1

ნიკა მელიასთვის პარლამენტის უფლებამოსილების შეწყვეტას საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება.

“ნიკა მელია ჩემს თვალში არის ნამდვილი გმირი. ვამაყობ მისი თანამებრძოლი რომ ვარ. ყვარყვარე ვერაფერს დააკლებს, ვინაიდან ამ ქონდრის კაცის სიმაღლე უბრალოდ ვერ მისწვდება ნიკას ვერსად და სულ მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება”- წერს სააკაშვილი.

ნიკა მელია პარლამენტის წევრი აღარ არის. ოპოზიციონერ დეპუტატს 88 ხმით სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტეს.”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ამბობს, რომ დაკვეთა ბიძინა ივანიშვილისგან მოდიოდა. მელია ხელისუფლებას ჰპირდება, რომ პოლიტიკურად კიდევ უფრო იაქტიურებს.

88 მომხრე, 0 წინააღმდეგი - ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ დადგენილება მიღებისთანავე ძალაში შედის.

ხელისუფლების ოპონენტები მელიასთვის მანდატის ჩამორთმევას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევენ.

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მას საქალაქო სასამართლომ “ქართუს” საქმეზე გამატყუნებელი განაჩენი გამოუტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები