“ჯებირი კი არა, ჩინური კედელი რომ აღმართონ, ჩემი პროტესტი იქ გაგრძელდება, მე ამათ დავანგრევ, მე ამათ დავამთავრებ გახარიას თქმის არ იყოს. კარვებიც დაიდგმება და ბანერიც დაიდგმევა” – ასე ეხმაურება მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის ჯებირებით შემოსაზღვრას.
მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე კვლავ დაიდგმება კარვებიც და ბანერიც.
შეგახსენებთ, სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი უკვე მესამე ზამთარია პარლამენტთან შვილის მკვლელობის მიზეზების დადგენას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს.
რატომ შემოიღობა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია - თბილისის მერის განმარტება (ვიდეო)
იქნება ახალი ფილები, შადრევნები, სიმწვანე...
პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია, საახალწლო ატრაქციონების აღების შემდეგ, მერიამ ჯებირებით შემოღობა. კახა კალაძის განმატებით, ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშოები იწყება.