LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენთან მესამე ტალღა არ არის, მესამე ტალღის აჩრდილი მოჩანს ევროპიდან: ცერცვაძე

55
cercvadze

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ „ჩვენთან მესამე ტალღა არ არის, მესამე ტალღის აჩრდილი მოჩანს ევროპიდან“.

ცერცვაძის შეფასებით, მოსახლეობის რაღაც ნაწილისთვის თვითმიზანი გახდა, რომ შემთხვევებმა მოიმატოს, რათა მერე ამით მანიპულირება მოხდეს.

საქართველოში კორონავირუსის 687 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გამოჯანმრთელდა 327, ხოლო გარდაიცვალა 8 ადამიანი. 

„გუშინ იყო 900-მდე ახალი შემთხვევა და იყო მოლოდინი, რომ შეიძლება გაქცეულიყო ნახტომისებურად, როგორც ეს ყველას გვახსოვს ნოემბერ-დეკემბერში მოხდა. დღეს 640 შემთხვევაა, ანუ გუშინდელი კი არ გაიზარდა, არამედ 200-ით შემცირდა. მე შთაბეჭდილება მრჩება, შეიძლება ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ასეა, რომ მოსახლეობის რაღაც ნაწილისთვის მგონი თვითმიზანიც გახდა, შემთხვევებმა მოიმატოს, რათა მერე ამით მოხდეს მანიპულირება, რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს… ვგულისხმობ მოსახლეობის ნაწილს, რომლებიც „ფეისბუქზე” ისე აქტიურობენ, რომ თუ რამე კარგი ინფორმაცია გამოჩნდა – ავადმყოფობის რაოდენობის შემცირება ან გარდაცვლილთა რაოდენობის შემცირება, უკმაყოფილო არიან და ამაზე ილანძღებიან. აქედან გამომაქვს ეს დასკვნა. როცა აქვეყნებ ოპტიმისტურ ინფორმაციას და ამაზე მოდის უკმაყოფილება და ლანძღვა, ეს ნიშნავს, რომ იმ ადამიანებს ეს პოზიტიური ინფორმაცია ხელს არ აძლევს. საბედნიეროდ, ეს არის მოსახლეობის უმცირესობა, უმრავლესობას ძალიან არ უნდა მესამე ტალღა, ძალიან არ უნდა, რომ დავუბრუნდეთ ძველ შეზღუდვებს“, – ამბობს ცერცვაძე.

ცერცვაძის თქმით,  შემთხვევების 200-მდე კლება იმის ნიშანია, რომ ქვეყანაში მესამე ტალღა არაა.

„გუშინ უფრო პესიმისტურად ვიტყოდი, დღეს ის, რომ 200-ით მოიკლო შემთხვევებმა, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჯერ ჩვენთან მესამე ტალღა არ არის. მესამე ტალღა გვიგზავნის სიგნალებს ევროპის ქვეყნებიდან, სადაც ფიქსირდება მათი ისტორიული მაქსიმუმი.

ჩვენ ვწუხვართ, რომ ჩვენი ადამიანები გვსაყვედურობენ მინიმალური შეზღუდვებისთვის და ესეც გასაგებია, რომ ყველას თავისი თავი აინტერესებს და არა ის საფრანგეთში რა ხდება ან ბელგიაში რა ხდება, მაგრამ იზოლირებულ სამყაროში არ ვართ და უნდა მაინც თავი შევადაროთ იმას, რა ხდება ევროპაში და ამერიკაში. ისრაელის და ბრიტანეთის გარდა ყველა ევროპულ ქვეყანაზე და ამერიკულ ქვეყნებზე უკეთესი მონაცემები აქვს საქართველოს, ეს უნდა შევინარჩუნოთ. ჩვენთან მესამე ტალღა არ არის, მესამე ტალღის აჩრდილი მოჩანს ევროპიდან”, – განაცხადა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, ეპიდემიოლოგები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ამბობენ, რომ მესამე ტალღის ზღვარზე ვინმყოფებით. ზოგიერთის თქმით, კი საქართველოში უკვე დაწყებულია მესამე ტალრა და ხელისუფლებას ამის აღიარების უბრალოდ ეშინია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g