მხატვარი-კარიკატურისტი ზაალ სულაკაური საქართველოში კორონავირუსთან გმირულად მებრძოლ ადამიანებს ახალ კარიკატურას უძღვნის. საქმე იმაშია, რომ რამდენიმე დღის წინ სულაკაურმა კარიკატურა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს, მის მოადგილე პაატა იმნაძესა და რესპუბლიკური ინფექციური საავადმყოფოს დირექტორ,თენგიზ ცერცვაძეს მიუძღვნა, რამაც კომენტარებში ზოგიერთი მომხმარებელი შეიძლება ითქვას გაანაწყენა, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მოქალაქეთა ნაწილმა ისურვა მსგავს კარიკატურაზე ქალბატონებიც ენახა.
ზაალ სულაკაურმა „კორონავირუსის გმირებს“ კარიკატურა მიუძღვნა:”ჩვენი მადლობა და პატივისცემა ამ სამეულს!”
როგორც ჩანს, ზაალ სულაკაურმა საზოგადოების თხოვნა გაითვალისწინა.
“დაპირებისამებრ, ესეც ჩვენი ქალბატონი მარინები..ასევე დიდი მადლობა და პატივისცემა მათ! “- წერს სულაკაური სოციალურ ქსელში.