LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედა, რომელსაც არ უხარია შვილის სახლში დაბრუნება, ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, ხშირად მიხდება ტრაბახი ჩემი შვილის მიღწევებზე, ესეც უცნაური ამბავია“ – გიული ალასანია

531
ალასანიაგიული

დღეს მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლებისგან მიიღო შეთავაზება, რომ კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანონ და იქ განაგრძოს მკურნალობა. ამ განცხადებამ მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას იმედი გაუჩინა.

„ჩვენს ოჯახს აღმოაჩნდა ძალიან დიდი პრობლემა, უკვე მერვე თვეა გრძელდება ეს ყველაფერი. დღეს ბოლოს და ბოლოს ამ დიდი პრობლემის დროს გამიჩნდა პატარა იმედი და ვარ გახარებული ამის გამო, რომ აღმოჩნდა, რომ შეიძლება ეს ადამიანი ბოლოსდაბოლოს შეიძლება გადაიყვანონ კლინიკაში. არ ვიცი ეს გარედან მოხდა თუ შიგნიდან, ფაქტია რომ ეს მოხდა და ძალიან კარგია რომ მოხდა. ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო, ვემზადებოდით ციხეში წასასვლელად და გზაში გავიგე, რომ ეს განცხადება გაკეთდა. არ ვიცი მათ რამ აგრძნობინა ეს საფრთხე, ექიმები, რომლებსაც მე პირადად ძალიან ვენდობი, უკვე რამდენი ხანია აკეთებენ განცხადებებს და აფრთხილებენ რომ დამდგარია ეს საფრთხე, გადაუდებლად უნდა მოხდეს ეს დახმარება, მაგრამ რატომღაც არ ხდებოდა დღემდე, დღეს ბოლოსდაბოლოს ეს მოხდა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოიყენა ჩემი შვილი: გიული ალასანია

როგორც ყოფილი პრეზიდენტის დედა აცხადებს, მას შვილის სამშობლოში დაბრუნება არ გაუხარდა.

„მე არ ვიცი რის უფლებას მოგვცემენ, გორში საკმაოდ ხშირად მქონდა შესაძლებლობა ვყოფილიყავი მის გვერდით და ეს ძალიან დიდი კომფორტი იყო მისთვისაც და ჩემთვისაც. საერთოდ, ძალიან უჩვეულო გარემოში აღმოვჩნდით, მთელი ეს შვიდი თვე უცნაურ სიტუაციაში ვართ, დედა, რომელსაც არ უხარია შვილის სახლში დაბრუნება, ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, მე არ გამიხარდა მისი სახლში დაბრუნება. მე ხშირად მიხდება ტრაბახი, ჩემი შვილის მიღწევებზე, ესეც უცნური ამბავია. იმიტომ რომ ადრე ამას იუმორით თუ ვიტყოდი, ახლა მიხდება, რადგან თავის მართლების მდგომარეობაში ვართ. ამდენი რომ გააკეთა ადამიანმა ეს დაიმსახურა? გვიხდება ამაზე ლაპარაკი. არ არის ეს ჩემთვის დამახასიათებელი, არ ვიცით როგორ მოვიქცეთ, რომ დავარწმუნოთ საზოგადოება, შევახსენოთ რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა, მერე უცებ ყველა ერთად აღმოვჩნდით ამ გაუგებრობაში. მაგრამ დღეს მაინც გამიჩნდა რაღაც იმედი, რადგან ხელისუფლებამ გადადგა ეს ნაბიჯი, გააცნობიერეს მისი მდგომარეობა, სიკეთისკენ რომ არ მივყავართ არავინ. მე იმედი მაქვს ამას მოჰყვება მეორე ნაბიჯი და ეს არის მისი გარეთ გაყვანა, აქ ამ პირობებში მისი მორჩენა შეუძლებელია. უნდა მოიძებნოს კლინიკა, სადაც აქვს გამოცდილება ასეთი ავადმყოფის მართვის. ეს იქნება მხოლოდ დასაწყისი, „ვივამედი“ ძალიან კარგია ამ ეტაპზე, ამას უნდა მოჰყვეს შემდეგი ეტაპი, იმიტომ რომ მდგომარეობა ძალიან მძიმეა“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

ძალიან კარგია და კმაყოფილი ვარ, თუმცა ამ დაავადებებს აქ არაფერი ეშველება და აუცილებლად დასჭირდება შემდგომი მკურნალობა საზღვარგარეთ: გიული ალასანია

გიული ალასანია სანდრა რულოვსის შესახებ: „ნამდვილად არ იმსახურებდა სანდრა… ერთხელ მიშიკომ თქვა ადრე, ისე უყვარს საქართველო, მე შეიძლება, უფრო წავიდე და ეს არსად ფეხს არ გაადგამსო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები