ნუკი კოშკელიშვილი მეორე შვილს ელოდება. ამის შესახებ სოციალურ ქსელის გამომწერებს ინფორმაცია, ნუკიმ რამდენიმე დღის წინ გაუზიარა.
მისი გამომწერები დაინტერესდნენ, როგორ მიიღო ეს სიახლე მისმა პირველმა შვილმა და ხომ არ ეჭვიანობს მომავალ დედმამიშვილზე.
„მე და ბენი ვსაუბრობდით, როდის და რა ფორმით გვეთქვა ოვისთვის ამ სიახლის შესახებ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ როდესაც მუცელი გამოჩნდება მერე ვეტყოდით. თურმე ესმოდა, რაზეც ვლაპარაკობდით. დღე და ღამე მკოცნის მუცელზე, მიმღერის სიმღერებს და მეუბნება თუ როგორ უყვარს თავისი და ან ძმა“, – ამბობს ნუკი.