LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს შემთხვევით შემხვდა ცოცხალი ლეგენდა ნანი ბრეგვაძე, მითხრა, „მე არ შევმცდარვარ შენს შეფასებაში, როდესაც აღმოგაჩინეო…“ – რას წერს სალომე ბაკურაძე

698
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (3)

მომღერალი სალომე ბაკურაძე ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეს შეხვდა.

ამის შესახებ სალომე სოციალურ ქსელში წერს და ემოციურ სტატუსს გვიზიარებს.

„დღეს შემთხვევით შემხვდა ჩემი ყველაზე სათაყვანებელი (სრულიად საქართველოსი, მაგრამ მგონია, რომ მე ყველაზე ძალიან მიყვარს) ცოცხალი ლეგენდა და ნომერ პირველი ნანი ბრეგვაძე❤️ ჩევეხუტე/ჩამეხუტა (სუნამოც შემიქო) და მითხრა რომ “მე არ შევმცდარვარ შენს შეფასებაში როდესაც აღმოგაჩინეო”, ჩემს გულის აჩუყებას ბევრი არ სჭირდება და ამ სიტყვების შემდეგ რას დავიმართებდი ალბათ ხვდებით? რომ დავმშვიდდი ვუთხარი, რომ ჩემს ცხოვრებასა და კარიერაში მთავარი “სიტყვა” თქვენ გეკუთვნითქო, როდესაც ჯეოსტარის პირველივე ტურის შეფასებისას წარმოთქვით “რა უნდა შევაფასო პროფესიონალი დგას სცენაზე და ვუსმენდი როგორც კოლეგასო“?❤️ მე პროექტი ამ სიტყვებით პირველივე ტურში მოვიგეთქო?❤️? მოეწონა ხედავ რა კარგად მითქვამსო??❤️❤️❤️ Nodiko Tatishvili შენც გახსენეთ და მითხრა გადაეცი ჩემგან, რომ მაგარი ბიჭია, კარგი მომღერალიო?❤️ დიიიდხანს ჯანმრთელი გვეყოლეთ ნამდვილო ვარსკვლავო,“ – წერს სალომე ბაკურაძე და ნანი ბრეგვაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები