LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი ამბავი: 15 დეკემბრიდან, წიგნი, რომელიც საქართველოს ეროვნული ბესტსელერია, უკვე იტალიაში გამოიცემა“ – რას წერს გიორგი კეკელიძე

241
BeFunky-collage (2)

„დიდი ამბავი: 15 დეკემბრიდან, წიგნი, რომელიც საქართველოს ეროვნული ბესტსელერია, უკვე იტალიაში გამოიცემა“, – ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე საკუთარ ფეისბუკგვერდზე წერს.

„[წიგნი] გამოიცემა ახალი სათაურით – „კვარას საქართველო“ და იტალიელებს, ხვიჩას გარდა ფეხბურთელის წინაპრებზე, ქართულ ფეხბურთზე, ბუნებაზე, საქართველოს კუთხეებზე და ადამიანებზე მოუყვება.

მოუყვება კვარაცხელიების სოფელზე, ნაკიფუზე და იქაურ ჯადოქრულ სამყაროზე. მოუყვება ქართულ მზეებზე.

წინასიტყვაობის ავტორები დიეგო მარადონა უმცროსი და აკა მორჩილაძე არიან. ავტორი: გიორგი კეკელიძე“, – წერს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g