LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი შესაძლოა, ომში ჩაითრიონ – ირანი საგარეო საქმეთა მინისტრი

81
1556165251-3AD5A6A9-CF3A-4EED-AE35-C7D8E0DDE67B-1024x682

“არ მჯერა, რომ ტრამპს ომი სურს, მაგრამ ის შეიძლება, კონფლიქტში ჩაითრიონ,” – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა “როიტერსთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

“მათ ვინც ირანის მიმართ პოლიტიკა შეიმუშავეს, უბრალოდ არ სურთ შეთანხმებული გამოსავლის პოვნა. მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ ირანს არ სურს კონფრონტაცია, მაგრამ თავს აუცილებლად დაიცავს“, – განაცხადა ზარიფმა.

ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ირანის ნავთობის 8 მსხვილი იმპორტიორი ქვეყნისთვის დაწესებულ შეღავათებს აუქმებს. აშშ-მა მოუწოდა ამ ქვეყნებს, ირანისგან ნავთობის შესყიდვა მაისიდან შეწყვიტონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ სანქციები დაემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები