LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დრო დამჭირდა იმისთვის, რომ ბოლომდე გამეაზრებინა, რა ხდება ჩემს თავს,“ – ნატალია ქუთათელაძის პირველი ემოციები დედის ამპლუაში

316
natalia

მომღერალმა ნატალია ქუთათელაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „უიქენდი“ დედობის გამოცდილების შესახებ ისაუბრა.

„სანდრო კარგად არის, იზრდება. დედობა რთულია, მაგრამ სასიამოვნოა. სულ რაღაცის მოლოდინი მაქვს და ვგრძნობ, რომ სულ რაღაც კარგი მელოდება წინ და ეს მახარებს. მე შეიძლება ცუდი დედა ვარ. დრო დამჭირდა იმისთვის, რომ ბოლომდე გამეაზრებინა, რა ხდება ჩემს თავს. ხომ არიან ქალები, რომლებსაც იმ წუთსავე, როდესაც ამოიყვანენ ბავშვს, ჩაიხუტებენ და რაღაც ეცვლებათ. ასეთი რამე მართლა არ მქონდა, გულწრფელად და ვფიქრობდი: რატომ? მე რატომ არ მქონდა ეს?“,-აღნიშნა ნატალია ქუთათელაძემ.

https://www.youtube.com/watch?v=ThY7s0WCYUM&t=8s

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g