1 აპრილს, 19:00 საათზე, თბილისში, მთავრობის კანცელარიის წინ შრომითი უფლებებისა და უსაფთხოების დაცვის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია იგეგმება.აქციის ორგანიზატორია სოლიდარობის ქსელი.
“კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკლან მთავრობის ეკონომიკური ექსპერიმენტების გამო?
კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკლან სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკის გამო?
კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკლან განვითარების ასეთი მოდელის გამო?
კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკლან ბიზნესის გამო?
კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკლან უმოქმედო შრომის კოდექსის გამო?
კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკლან თავისუფალი ბაზრის გამო?
ეს არ არის ინდიფერენტულობა, ეს არ არის უბედური შემთხვევა, ეს არის ადამიანების წამება! ეს უნდა დასრულდეს! უკვე ინდივიდუალურად და კოლექტიურადაც უნდა გვაწუხებდეს ასეთი ამბების მხოლოდ პოსტად გაზიარება და მივიწყება!
ჩვენ სახელმწიფო არ გვიცავს, ამიტომ პირდაპირი ბრძოლის და გაერთიანების გარდა არაფერი დაგვრჩა!
გამოდით ყველა, ვისაც შეშფოთების აღარ გჯერათ. გამოდით იმისთვის რომ ადამიანების წამება და სიკვდილი დასრულდეს!” – წერენ აქციის ორგანიზატორები.