LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი დაჭრილი მართვით სუნთქვაზე რჩება, პარამეტრები შედარებით დასტაბილურებულია, ორი პაციენტი მკურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში განაგრძობს – ექიმი საგარეჯოში დაჭრილებზე

232
Untitled design (7)

საგარეჯოში თავდასხმის შედეგად დაჭრილი ორი პირი მკურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში აგღძელებს და მათი მდგომარეობა სტაბილურია, მესამე მამაკაცი კი, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება.

ამის შესახებ „ჯეო ჰოსპიტალსის“ საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა მამუკა ოთიაშვილმა ინტერპრესნიუსს“ განუცხადა:

„ჯეო ჰოსპიტალსში“ სამი დაჭრილი განაგრძობს მკურნალობას. მათგან ორის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია. ისინი ქირურგიულ განყოფილებაში განაგრძობენ მკურნალობას. ღამის განმავლობაში გართულებას ადგილი არ ჰქონია. მესამე პაციენტი, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას, მართვით სუნთქვაზე რჩება, თუმცა, პარამეტრები შედარებით დასტაბილურებულია და მეთვალყურეობისა ქვეშ იმყოფება. ეს პაციენტი არის 24 წლის ბიჭი. მას მუცლის ღრუზე ჩაუტარდა ოპერაცია, ასევე ჩატარდა არტერიისა და ვენის გადანერგვა“, – განაცხადა მამუკა ოთიაშვილმა.

შეგახსენებთ, 20 იანვრის ღამეს, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.

გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა.

მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ აქ:

„გაიცანით მეგობრებო!!! ეს ბიჭი ტყვიების წვიმაში მივიდა და სამი დაჭრილი გადაარჩინა სიკვდილს!!! გმირი ხარ, გმირი“ – ვინ არის მოქალაქე, რომელმაც საგარეჯოში დაშავებულები გადაარჩინა

„ეს არ უნდა გახდეს სამხედრო მოსამსახურეების და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების სტიგმატიზაციის საბაბი“ – რას წერს არჩილ მარშანია

„ჯეოჰოსპიტალის” საგარეჯოს ფილიალში სამი პაციენტი რჩება, მათგან ერთის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა

შემოიყვანეს პაციენტი თვალის კაკლის ნაფლეთი ჭრილობით, მოხდა თვალის კაკლის აღდგენა – „ევექსის“კლინიკა

საგარეჯოში დაჭრილებს ესაჭიროებათ დიდი რაოდენობით სისხლი – კვანტალიანის სისხლის ბანკი

ვინ არის საგარეჯოში სროლის შედეგად გარდაცვლილი პოლიციელი – რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

ცნობილია საგარეჯოში ყოფილი სამხედროს მიერ მოკლული ოთხი ახალგაზრდის ვინაობა

გარდაცვლილთა შორის არის ზაქრო მათიაშვილი, სამაგალითო მოხალისე საგარეჯოდან, მადლობა, რომ მუდამ იყავი ჩვენს გვერდით – საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება

ვიდეო: საგარეჯოში, მოკლული ახალგაზრდების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მიმდინარეობს

მეუბნებოდი ხოლმე, არსად არ დადო ჩემი ფოტოებიო, მაგრამ მომიწია, მაა – რას წერს საგარეჯოში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი პოლიციელის შვილი

ამბავი იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე მთელი დღე გიყვებოდით – რას წერს ჟურნალისტი, რომელიც საგარეჯოში მომხდარ თავდასხმას აშუქებდა

„სახლში იყო შვილი, ვერაფერს გვეუბნება, გამოვიქეციო..“ – საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი

შოკისმომგვრელი იყო.. ბოლომდე მჯეროდა, რომ სიზმარი იყო – რას ჰყვება საგარეჯოში სროლისას დაჭრილი

„როცა ვინმეს გაშავება უნდათ, სრულიად ლიბერალურ პოზიციაზე მყოფი პოლიტიკოსები ცინიკურად ამბობენ: „ფსიქიატრიის სფეროა“ – ვუსამძიმრებ ამ უდიდესი ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებს“ – გიორგი კეკელიძე

ფოტო სლაიდზე: IPN 
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g