LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როცა ვინმეს გაშავება უნდათ, სრულიად ლიბერალურ პოზიციაზე მყოფი პოლიტიკოსები ცინიკურად ამბობენ: „ფსიქიატრიის სფეროა“ – ვუსამძიმრებ ამ უდიდესი ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებს“ – გიორგი კეკელიძე

192
გიორგი კეკელიძე

მწერალი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე საგარეჯოში მომხდარ თავდასხმის ფაქტს ეხმაურება და წერს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც თავდამსხმელის ფსიქიკურ პრობლემებზე მიუთითებს, „მახინჯი სტერეოტიპებითა და საბჭოთა ტრადიციით ნაკარნახევი“:

„იცით ალბათ, წელიწად-ნახევარი უმძიმეს დეპრესიას და შფოთვით აშლილობას ვებრძოდი. მას შემდეგ უამრავი ადამიანი მეხმიანება, რომელთაც წლებია სხვადასხვა სახის მენტალური სირთულეები ტანჯავთ.

ზოგიერთამდე შუაღამემდე მისაუბრია, ჩემი სამოყვარულო ცოდნით და გამოცდილებით რომ ვცდილობდი დამშვიდებას და მერე ცხადია, ექიმთან გადამისამართებას. მათ შორის ყოფილი სამხედროც ყოფილა და პოსტსრესული აშლილობები დიდწილად ამგვარი პროფესიის ადამიანებს აწვალებთ.

„სამხედროების სხეულს, ფსიქიკას და მომავალს სახელმწიფოები ეპატრონებიან და ხშირად ართმევენ - ეს ტრავმის მაწარმოებელი სტრუქტურაა და მათზე გაორმაგებული სოციალური მხარდაჭერა მნიშვნელოვანია“ – თამთა მიქელაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე საგარეჯოში მომხდარ თავდასხმის ფაქტს, სოციალურ ქსელში ეხმაურება და იმ მთავარ კითხვებზე მიუთითებს, რომელიც მომხდარ დანაშაულზე უნდა დაისვას.

ერთია ფსიქიატრული სფეროს მოუწესრიგებელი მდგომარეობა, მეორე – მახინჯი სტერეოტიპები, საბჭოთა ტრადიციით ნაკარნახევი, უკბილო ხუმრობებით ნაპოლეონად ქცეულ ადამიანზე, სოფლის გიჟის ლეგენდები და ფრაზებად გამოთლილი გარიყვა: „აზრები აწუხებს“. დღესაც, როცა ვინმეს გაშავება უნდათ, სრულიად ლიბერალურ პოზიციაზე მყოფი პოლიტიკოსები ცინიკურად ამბობენ:

„ფსიქიატრიის სფეროა“. არადა ფსიქიატრიის სფეროა ყველა ადამიანი, საკუთარი შფოთვებით, უბრალოდ არის შემთხვევები, რომელიც აუცილებელ კლინიკურ ჩარევას მოითხოვს. როცა ეს საშინელი სტერეოტიპები დაირღვევა, სფეროსაც იოლად მიეხედება. მე ვიქნები ბრძოლაში ერთი რიგითი ელჩი.

p.s. ვუსამძიმრებ ამ უდიდესი ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებს.“ – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გუშინ, გვიან ღამით, საგარეჯოს რაიონში თავდასხმა მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც სახლის აივნებიდან ისროდა, 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის შსს-ს თანამშრომლის, დაჭრილია 5 მოქალაქე.

უწყების ცნობით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა პირმა განახორციელა. აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

ამავე თემაზე:

საგარეჯოში სროლის დროს პოლიციელი ერთ-ერთ მოქალაქეს გადაეფარა, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა

„ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ვცხოვრობთ, არასდროს ის არ ვაკეთეთ, რაც უნდა გაგვეკეთებინა.. მუდმივი აქცენტი, რომ მსროლელი „ავღანეთის მისიაში მსახურობდა“ არასწორ აღქმას ნერგავს“ – ანდრო გოცირიძე 

როგორია საგარეჯოში დაჭრილი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა

„სახლში იყო შვილი, ვერაფერს გვეუბნება, გამოვიქეციო..“ – საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი

თვითმხილველი: დაჭრილი 2 საათი სახლში მყავდა, ჭრილობა დავამუშავე, გარეთ ვერ გავდიოდი, მეშინოდა

„საკუთარი შვილი მძევლად ჰყოლია აყვანილი.. ვინც გაეკარა, მიცვალებულებთან მივიდა, ყველას მიაყარა ავტომატი.. ორივე აივნიდან ისროდა – ხან ერთზე გადიოდა, ხან მეორეზე“ – რა ვიცით საგარეჯოში მომხდარზე და რას ჰყვებიან თვითმხილველები

ვინ არის საგარეჯოში სროლის შედეგად გარდაცვლილი პოლიციელი – რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g