LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი მწოლიარე ქალია, რომელიც შესაძლოა იყო სახლში. სავარაუდოდ, ნანგრევებში 8 ადამიანია – ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი

153
1

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლელა სურმანიძის ინფორმაციით, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში დაახლოებით 8 ადამიანს ეძებენ.

„ჩვენი სერვისცენტრის მენეჯერი და ამხანაგობის თავმჯდომარე ვის ოჯახებსაც დაეკონტაქტნენ, დაახლოებით 7-8 ადამიანი შეიძლება იყოს ნანგრვებში. ერთი მწოლიარე ქალია, რომელიც შესაძლოა იყო სახლში. ბავშვების ნაწილი სკოლაშია, ნაწილი ადამიანების სამსახურში. ასე, რომ 8 ადამიანია სავარაუდოდ ნანგრევებში,“- განუცხადა „ბათუმელებს“ ლელა სურმანიძემ.

ბოლო 20 წლის განმავლობაში კორპუსში, რომელიც ჩამოინგრა, მშენებლობის ნებართვა არ გაცემულა – ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი

მისი თქმით, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე არავინ ცხოვრობდა. მე-6-7 სართულზე კი მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობს, „აქედან გამომდინარე, 12 ოჯახია ჩამონგრეული.“

ნანგრევებში 5-ზე მეტი ადამიანია, მათ შორის 3 ბავშვია – რას ყვება თვითმხილველი

შეგახსენებთ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის ნაწილი დღეს დილით ჩამოინგრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს დამატებითი ძალების მობილიზება.

გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში მიემგზავრება შინაგან საქმეთა მინისტრი. ვახტანგ გომელაური შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნობა.

კორპუსის ჩამონგრევის გამო, ბათუმში ღარიბაშვილიც ჩადის.

პრემიერი: ბათუმში დღესვე გავემგზავრები, ყველა დაშავებულს და დაზარალებულს სახელმწიფო გაუწევს შესაბამის დახმარებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები