LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს დღეები ბავშვთან ვარ, სანდრას ჰოლანდიაში წასვლა მოუწია… ოჯახში არ გვაქვს ნორმალური ვითარება… შვილის პირად ცხოვრებაში არასდროს ვერევი – გიული ალასანია

42298
2

მას შემ­დეგ, რაც ექ­სპრე­ზი­დენ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და, მე­დია ყო­ველ­დღი­უ­რად აშუ­ქებს მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი 24 დღეა შიმ­ში­ლობს და რო­გორც მისი პი­რა­დი ექი­მი ნიკოლოზ ყიფშიძე ამ­ბობს, მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა ყო­ველ წუთ­ში დამ­ძიმ­დეს.

გი­უ­ლი ალა­სა­ნია ამ­ბობს, რომ ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ამ მდგო­მა­რე­ო­ბას ოჯა­ხი გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ნიც­დის.

“ეს დღე­ე­ბი ბავ­შვთან ვარ, რად­გან სან­დრას მო­უ­წია ჰო­ლან­დი­ა­ში წას­ვლა, მალე ჩა­მო­ვა.

დი­ლით ყვე­ლა­ფერს ვი­გებ ტე­ლე­ვი­ზი­ით, ასე ვის­მენ მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას და შემ­დეგ – ვინ­მე თუ და­მი­რე­კავს. თუმ­ცა დიდი კავ­ში­რე­ბი იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, ვი­საც მი­შას­თან კონ­ტაქ­ტი აქვთ, არ მაქვს.

რაც შე­ე­ხე­ბა ბავ­შვე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, არა­ვინ არ არის კარ­გად. არ იმ­ჩნევს ბავ­შვი, მაგ­რამ ის მუდ­მი­ვად ღე­ლავს… ოჯახ­ში არ გვაქვს ნორ­მა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბა” – ამ­ბობს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დედა.

გი­უ­ლი ალა­სა­ნია ამ­ბობს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ლიზა იას­კოს შე­სა­ხებ მა­ნაც იმ დღეს გა­ი­გო, როცა ყველამ. მისი თქმით, არა­სო­დეს ერე­ვა შვი­ლის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში და არც ლი­ზას შე­სა­ხებ იცო­და რამე.

“ის ვი­დეო, რაც და­ი­დო, ჩემ­თვი­საც სი­ურპრი­ზი იყო. სა­ერ­თოდ, ჩემი პრინ­ცი­პი იყო, რომ მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში არა­სო­დეს ჩავ­რე­ულ­ვარ. ძა­ლი­ან პა­ტა­რა იყო, რომ გა­ვე­ხუმ­რე ამ თე­მა­ზე და გა­მო­მი­ცხა­და, შენ პი­რა­დი თემა არ იცი რა არი­სო? მეც მი­მაჩ­ნია, რომ თუ რა­ი­მე შე­კი­თხვე არ­სე­ბობს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, მას უნდა კი­თხოთ” – ამ­ბობს გი­უ­ლი ალა­სა­ნია “ტვ პირ­ველ­თან” ინ­ტერ­ვი­უ­ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g