ჩაკეტილი საზღვრების ფონზე, ქვეყანაში შიდა ტურიზმის განვითარება, კვლავ აქტუალურ საკითხად რჩება. ბაზარზე ახალ-ახალი განთავსების ობიექტები ჩნდება, რომლებიც ადგილობრივ დამსვენებლებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობენ.

ერთერთი ასეთია კოტეჯი ,,ზეკარის ფანჯარა“, რომელიც  ქუთაისიდან 78 კმ მანძილზე მდებარეობს. ეს არის ადგილი, სადაც ველურ ბუნებაში დასვენების მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ, დღისით იხეტიალონ და დატკბნენ ბუნების ხედებით, ღამე კი – ცაზე მილიონობით ვარსკვლავის ცქერით.

კოტეჯის მფლებელებს ჰყავთ 100-მდე ცხენი. შესაძლებელია მთაში ცხენით ჯირითი. ,,ზეკარის ფანჯარა’’ შესაძლებლობას აძლევს მოგზაურებს, აღმოაჩინონ ტრადიციული საქართველო თავისი კერძებით, ალკოჰოლითა და ადგილობრივების სტუმარმასპინძლობით.

კოტეჯში 3 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი და დასვენებისთვის მინიმალური პირობებია შექმნილი.

,,ზეკარის ფანჯარის“ შესახებ მომხმარებელს ინფორმაციას ვებგვერდი Pompok.com აწვდის. Pompok დასაჯავშნი პლატფორმაა, რომელიც ბუნებაში დასვენების მსურველებ,ს საცხოვრებლების მფლობელებთან აკავშირებს. უფრო ზუსტად, ესაა სივრცე, სადაც თავმოყრილი და მარტივად გაფილტვრადია ინფორმაცია გლემპინგ ადგილების შესახებ.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები