LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გავა წლები და მიხვდება, რომ ასეთი ცინიზმი ქართველი პოლიციელის მიმართ წარმოუდგენელი და უპატიებელია” – მამუკა მდინარაძე ლაზარე გრიგორიადისზე

123
BeFunky-collage (1)

ლაზარე გრიგორიადისის განცხადებას, იმის შესახებ, რომ „არაფერს ნანობს“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პასუხობს.

ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად, მდინარაძე ამბობს, რომ მისი საქციელი მხოლოდ ლაზარე გრიგორიადისის ბრალი არ არის. მდინარაძის თქმით, ის გარკვეულმა პოლიტიკოსებმა წააქეზეს.

„მშობლებო, ყველამ წარმოიდგინეთ თქვენი შვილი ლაზარეს ადგილას და თქვენი თავი ჩემ ადგილას.. სასამართლოსი არ მჯერა“ – ლაზარე გრიგორიადისის დედა

„დარწმუნებული ვარ, სასჯელს მოიხდის, თუ მიუსჯის სასამართლო, გავა წლები და ეს ადამიანიც კი გონზე მოვა და მიხვდება, რომ ასეთი ცინიზმი ქართველი პოლიციელის მიმართ არის წარმოუდგენელი და უპატიებელი..

„პოლიციას პირდაპირ „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა და ცოცხლად დაწვა გადაწყვიტა ვიღაც ბინძურმა – ვერავინ გამოიყვანს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

თან მისი ბრალი კი არ არის მარტო, ეს ახალგაზრდა ადამიანი წააქეზეს ამ დანაშაულის ჩასადენად. არსებობენ სხვა ადამიანები, უკვე შემდგარ პოლიტიკოსებს რომ უწოდებენ თავის თავს, რომლებიც აქეზებენ, ამართლებენ. მოლოტოვის კოქტეილები რაღაც ბანერებზეც კი დახატეს, დაასურათეს და მიდიოდა ამის გამართლება, შესაბამისად ეს ადამიანიც ამ ნარატივზე გადაერთო და მივიღეთ მოლოტოვის კოქტეილის სროლა, პოლიციელის დაწვის მცდელობა და შემდეგ ამასთან დაკავშირებული ამის ავტორის მიერ ცინიკური დამოკიდებულება. რაც უკიდურესად დამაზიანებელი და სამწუხაროა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინფორმაციისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან “ინტერპრესნიუსის“ კითხვებს პასუხობს. წერილში გრიგორიადისი აცხადებს, რომ ის „არაფერს ნანობს“.

ირაკლი კობახიძე: „თუ პრეზიდენტი გრიგორიადისს შეიწყალებს, ასეთი სიგნალის გაშვება პირდაპირ რევოლუციური პროცესების წახალისებას ნიშნავს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები