LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: საწვავის ფასებზე აქციის უკან „ნაციონალური მოძრაობა” იდგა

167
Untitled design (1)

პრემიერ-მინისტრი საწვავის ფასებთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციას ეხმიანება და აცხადებს, რომ ამ აქციის უკან “ნაციონალური მოძრაობა” იდგა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია, მოქალაქეებს გაზრდილი ფასები და წნეხი რაც შეიძლება შეუმსუბუქოს:

“გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეული აქციები იქნა ორგანიზებული, რომლის უკან იდგა, პირდაპირ უნდა ვთქვათ – “ნაციონალური მოძრაობა”. მე მესმის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ძალიან აწუხებთ ფასები და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ვართ დაინტერესებული, რომ რაც შეიძლება, შევუმსუბუქოთ ჩვენს მოქალაქეებს გაზრდილი ფასები და წნეხი, რომელიც მომდინარეობს ამ კრიზისებიდან.

ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, არის გამოწვევა ინფლაცია, ფასების ზრდა, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ყველგან და საქართველო, ბუნებრივია, ვერ იქნება გამონაკლისი, გამორიცხულია, იმიტომ, რომ ვართ პატარა ქვეყანა პატარა ეკონომიკით და მიერთებული ვართ მსოფლიოს. რაც ხდება ამერიკაში, ევროპაში, ჩვენზეც აისახება, პანდემია, რომელმაც თავდაყირა დააყენა მთელი მსოფლიო, ახლა დაემატა ეს ტრაგედია და ეს ომი, მეორე მსოფლიო ომის მერე არ ყოფილა ასეთი მასშტაბის ომი ევროპაში, ამას ბუნებრივია, ექნება გავლენა ყველაზე და ყველაფერზე, ფასებზე, ეკონომიკაზე, ინფლაციაზე, ამას გააზრება და კარგად ახსნა სჭირდება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, “პროტესტი საწვავის ფასებს” – ამ სლოგანით გუშინ მოქალაქეებმა საწვავის ფასის ზრდა გააპროტესტეს.

საწვავის ფასებთან დაკავშირებით პროტესტის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ავტომობილით გზა ჩახერგეს, რასაც ხმაური მოჰყვა

საწვავზე გაზრდილი ფასები ქუთაისშიც გააპროტესტეს – სამართალდამცავებმა აქციის 2 მონაწილე დააკავეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g