LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ვოლსკი: ქალბატონ ზურაბიშვილს დავუსვამ კითხვას, რომელი პარტიების კოალიცია წარმოუდგენია უახლოეს პერიოდში?

132
გია ვოლსკი

“ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს დავუსვამ კითხვას, რომელი პარტიების კოალიცია წარმოუდგენია უახლოეს პერიოდში, რომელმაც შეიძლება ქვეყნის სტაბილურობა განაპირობოს?” – აღნიშნულის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა და ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს უთხრა.

მისი თქმით, კოალიციური მთავრობა სტაბილურობის მეტი გარანტიაა გერმანიისთვის, ავსტრიისთვის, ისრაელისთვის, თუმცა, საქართველოში არსებული ვითარება აჩვენებს, რომ კოალიციურ მთავრობას პერსპექტივა არა აქვს.

„სამომავლო პერსპექტივაში კოალიციური მთავრობა სწორედაც ის არის, რაც სტაბილურობას სჭირდება, მაგრამ თუ დღევანდელ ვითარებას გადავხედავთ, გავაანალიზებთ რომელი პარტიული სუბიექტებია პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე, კოალიციის შექმნა უტოპიურად ჟღერს „ნაციონალურ მოძრაობასთან”, იგივე გიორგი გახარიასთან, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის” ნაწილად იქცა.

ასევე ნებისმიერ სხვა პარტიასთან… კარგი იქნებოდა დაესახელებინა, პერსპექტივაში რომელ პარტიასთან იქნებოდა კარგი, რომ ვითანამშრომლოთ?

არსებულ პოლიტიკურ ცხოვრებაში “ქართული ოცნების” არსებობა საკმაოდ მნიშვნელოვანია და მომავალშიც ასე გაგრძელდება, თუნდაც ის უპირატესობა ვერ აიღოს, რომელიც 50%-ს საჭიროებს.

საქართველოში არსებულ სიტუაციაში თანამშრომლობის პერსპექტივას ვერ ვხედავ “ნაციონალურ მოძრაობასთან” და მის სატელიტ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, როდესაც პრეზიდენტის პოსტზე „ქართულმა ოცნებამ” სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, იცოდნენ, რომ მას გარკვეულ პრინციპულ საკითხებზე შეიძლება სხვა მოსაზრებები ჰქონოდა და „ამ თვალსაზრისით ასეთი პრეზიდენტის ხიბლი მეტია.”

ცნობისთვის, პრეზიდენტმა კოალიციური მმართველობის აუცილებლობაზე ფრანგული გამომცემლობა „კვირის ჟურნალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილი: ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g