LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიჟური კარგად უხდება სააკაშვილის ნებისმიერ გამონათქვამსა და საქციელს – სინამდვილეში არანაირი მხარდაჭერა არ აქვს: დავით მათიკაშვილი

52
დავით მათიკაშვილი

“ქართული ოცნების” წევრისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, დავით მათიკაშვილის შეფასებით, სიტყვა გიჟური მიხეილ სააკაშვილის ნებისმიერ გამონათქვამსა და საქციელს, კარგად უხდება. ამ შეფასებით დეპუტატი, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მან თქვა, რომ საქართველოში გასაგიჟებელი მხარდაჭერა აქვს.

“უკვე თქვეს და ალბათ, ტავტოლოგია იქნება კვლავ გავიმეორო, რომ გიჟური  სააკაშვილის ნებისმიერ გამონათქვამს, მის საქციელს კარგად უხდება, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდს თუ ავიღებთ, საერთოდ ესატყვისება,” – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისი თქმით, მხარდაჭერა ძალიან კარგად იზომება არჩევნებზე და არჩევნებს შორის გამოკითხვებზე.

“ამ სტატისტიკური მონაცემიდან შეგვიძლია გამოვიდეთ – თუ გადავავლებთ 2012 წლიდან ჩატარებულ არჩევნებს და იქ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მიღებულ შედეგებს, დავრწმუნდებით, რომ გიჟური მხარდაჭერა, სიტყვა გიჟურის ყველაზე ცუდი გაგებით შეგვიძლია გავიგოთ, რადგან სინამდვილეში არანაირი მხარდაჭერა არ აქვს”, – თქვა მათიკაშვილმა.

გასაგიჟებელი მხარდაჭერა მაქვს – ვფიქრობ, საქართველოში წელს, მთავრობა ნებისმიერ შემთხვევაში შეიცვლება: მიხეილ სააკაშვილი

სიტყვა “გიჟური” კარგად მეტყველებს სააკაშვილის ფსიქიკურ განწყობაზე: სუბარი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები